ჩინურ-გერმანული ერთობლივი ავტოსაწარმო FAW-Volkswagen მზად არის 2020 წლისთვის ჩინურ ბაზარზე ენერგიის ახალ წყაროზე მომუშავე ავტომობილის 7 ახალი მოდელი გამოუშვას. ამის შესახებ, კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით, სააგენტო სინხუა იუწყება.

ახალ მოდელებს შორის ფიგურირებს C-BEV - სპორტულ-უტილიტარული ელექტრომობილი, რომელიც ერთი ელექტროგამართვის შემდეგ 500 კილომეტრს გადის.

ეს იქნება პირველი ელიტარული ელექტრო-ყველგანმავალი, რომელიც ჩინეთში Audi-ს მიერ იქნება გამოშვებული.

განცხადების თანახმად, კომპანია ასევე მიაქირავებს საკუთარ ავტომობილებს კომპანიებს ან კერძო კლიენტებს, აეროპორტების მომსახურების სექტორის ჩათვლით.

მას შემდეგ, რაც ჩინეთის მრეწველობისა და ინფორმაციის სამინისტრომ გასული წლის სექტემბერში განაცხადა იმის შესახებ, რომ საწვავზე მომუშავე ავტომობილების ჩანაცვლების ეტაპობრივ გრაფიკზე იწყებს მუშაობას, ჩინელმა ავტომწარმოებლებმა ენერგიის ახალ წყაროზე მომუშავე ავტომობილების სექტორში საკმაოდ დიდი თანხები ჩადეს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: