პეკინში მეტროპოლიტენის 19-ე ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი ხაზი ექსპლუატაციაში 2020 წელს უნდა შევიდეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ქალაქის მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით, სააგენტო სინხუა ავრცელებს.

მეცხრამეტე ხაზი, რომლის სიგრძე 22,4 კილომეტრი იქნება, ათ სადგურს მოიცავს და ერთმანეთთან ქალაქის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილს დააკავშირებს.

აღნიშნული ხაზი განტვირთავს სატრანსპორტო მოძრაობას პეკინის საფინანსო რაიონში.

სულ პეკინში დღესდღეობით მოქმედებს და შენდება მეტროპოლიტენის 22 ხაზი. 2017 წლის მონაცემებით, პეკინის მეტროს ხაზების საერთო სიგრძე 608 კილომეტრს შეადგენდა. 2018 წლის ბოლოსთვის ეს ციფრი 630 კილომეტრამდე გაიზრდება.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: