პეკინის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და პარაოლიმპიური ზამთრის თამაშების ემბლემები უკვე ოფიციალურად გამოუშვა. გახსნის ცერემონია ეროვნულ აკვა-ცენტრ „წყლის კუბში“ ჩატარდა, ეს ადგილი 2022 წელს ღონიძიებებისთვის საციგურაო მოედნად იქნება გამოყენებული.

ემბლემის გახსნის ცერემონიაზე ჩინეთის ვიცე-პრემიერი ლიუ იანდოგი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მუნიციპალური კომიტეტის მდივანი და 2022 წლის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი ჩაი ქი იმყოფებოდნენ.

ლოგოს ზედა ნაწილზე ციგაა გამოსახული, ხოლო ქვედა ნაწილი მოციგურავის გმირულ ბუნებას გამოხატავს.

ლოგოზე გამოსახული რიტმული ხაზები ჩინეთის თოვლიან მთებს გამოხატავს. ლურჯი ფერები ოცნებებისა და მომავლის სიმბოლოა, ისევე როგორც ნათელი და სუფთა თოვლი და ყინული, ხოლო წითელი და ყვითელი - ჩინური დროშის ფერებია.

ჩინეთის დედაქალაქი პირველი ქალაქი იქნება, რომელიც ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: