ვირთხა

დღეს შესაძლოა საკუთარ ცხოვრებაში რაღაც სიახლის შეტანის სურვილი გაგიჩნდეთ. ეს შეიძლება იყოს უჩვეულო ადამიანების გაცნობა, ახალი პროფესიის ათვისება ან უბრალოდ იმიჯის შეცვლა. ეცადეთ ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვათ!

ხარი

თქვენი სერიოზული ბუნება იმდენად იქნება ორიენტირებული საქმეზე და სანდომიანობაზე, რომ შესაძლოა უნებურად სხვები გარიყოთ. რა არის თქვენი როლი ამ სიტუაციაში? დაუცველობის უსაფუძვლო ეჭვი გაფიქრებინებთ, რომ გარშემომყოფები სერიოზულად არ აღგიქვავენ. კარგად დაფიქრდით ამაზე.

ვეფხვი

თქვენ ძალიან პირდაპირი და გულწრფელი ადამიანი ხართ, შესაბამისად, სხვებისგანაც ამავეს ელოდებით. სამწუხაროდ, ყველა თქვენსავით მტკიცე და წესიერი არ არის. უბედნიერესი ადამიანი ნამდვილი მეგობრების გარემოცვაში იქნებით.

კურდღელი

სულ მალე ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება. დღევანდელი ენერგია იმედის მომცემი გრძნობებითა და სიმშვიდით აგავსებთ. ყველას აქვს ცხოვრებაში ჩავარდნები, მთავარია ამ გამოწვევებით ბევრი რამის სწავლა შეძლოთ. იმედგაცრუებას თქვენი დაცემის უფლებას ნუ მისცემთ.

დრაკონი

ხანდახან კრიზისული სიტუაცია თქვენს თვალსაწიერს უფრო აფართოებს და რეალობის სწორად აღქმაში გეხმარებათ, ნებისმიერი გადაწყვეტილება, კი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ერთადერთი საშუალება, რასაც შეიძლება დაეყრდნოთ, სიყვარული და მეგობრობაა.

გველი

დღეს სულელური შეცდომების დაშვების საფრთხე არსებობს. საბუთების შედგენისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ. ოჯახურ საკითხებში მეტად ლოიალური მიდგომა აირჩიეთ.

ცხენი

ვარსკვლავები გირჩევენ ყურადღება თქვენსა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე გაამახვილოთ. თუ დახმარება დაგჭირდათ, რჩევისთვის სანდო პირებს მიმართეთ. თქვენს მიმართ გამოთქმულ დაუფიქრებელ კრიტიკას ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

თხა

ვარსკვლავები ახალ შესაძლებლობებს გპირდებიან. ის სირთულეები, რომლებსაც აქამდე აწყდებოდით, შემსუბუქებას დაიწყებს. კარგი დღეა გარე აქტივობებისთვის. ეცადეთ, რომ ადამიანსა ან სიტუაციაში მხოლოდ კარგი დაინახოთ.

მაიმუნი

დღეს მცირეხნიანი ნეტარების შემდეგ შესაძლოა საყვარელ ადამიანთან კამათი მოგიწიოთ. სანამ წინააღმდეგობის გაწევას გადაწყვეტთ, ეცადეთ დათანხმდეთ შემოთავაზებებზე და პირველ რიგში თქვენს თავზე გამოსცადოთ. ამან, შესაძლოა სრულიად მოულოდნელ შედეგებამდე მიგიყვანოთ.

მამალი

დღეს მეტოქეობის გრძნობით გაიღვიძებთ. დღევანდელი ენერგია ბიზნესსა და მატერიალურ საკითხებს მფარველობს. კარგი იქნება, თუ ერთდროულად ბევრი პასუხისმგებლობის აღებისგან თავს შეიკავებთ. იყავით მომთმენი და ელოდეთ პოზიტიურ შედეგებს.

ძაღლი

კარგი დღეა ინფორმაციის გასაანალიზებლად და სხვებისთვის გასაზიარებლად. დღეს ძალიან გონებაგახსნილი იქნებით. შეგიძლიათ დაეყრდნოთ თქვენს იდეებს და არ დაელოდოთ სხვის გადაწყვეტილებებს.

ღორი