ვირთხა

დილიდან სიტუაციის დრამატიზირებისკენ იქნებით მიდრეკილი და ჩვეულ გარემოშიც კი თავს არაკომფორტულად იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი განწყობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

ხარი

სეირნობის, ფულის ხარჯვისა და რომანტიკის განწყობაზე იქნებით, თუმცა ეცადეთ სასიამოვნო სასარგებლოსაც შეუთავსოთ. მეტად გამოავლინეთ საკუთარი ტალანტი.

ვეფხვი

დღეს სიზარმაცის, ჭირვეულობისა და დასვენების დღეა. თუ აუცილებელი საქმეები არ გაქვთ, დღე პასიურად გაატარეთ. მხარდაჭერისთვის ახლობლებს მიმართეთ.

კურდღელი

შესაძლოა სხვისი ფინანსური პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ: აუცილებლად დარწმუნდით იმაში, რომ ადამიანს თქვენი დახმარება მართლა სჭირდება.

დრაკონი

მარტოს გაგიჭირდებათ. გარშემო თანამოაზრეები შემოიკრიბეთ და ერთად იმხიარულეთ. თუ სამსახურის საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი, კოლეგებთან ერთად იმოქმედეთ.

გველი

პოზიტიურ განწყობაზე ხართ და ეცადეთ, საღამომდე ასე იყოთ. კარგი დღეა ახალი სამსახურის ან დამატებითი შემოსავლის საძიებლად, აგრეთვე, განვითარებისა და წინსვლისთვის.

ცხენი

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, თუმცა ამისათვის ცოტა მეტი ინიციატივის გამოჩენა იქნება საჭირო.

თხა

ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. დღეს თქვენთან გაჯიბრებას ვერავინ შეძლებს. თუ სამუშაო არ გაქვთ, დატკბით დასვენებით და რომანტიკული ურთიერობით.

მაიმუნი

წინააღმდეგობები არ გელით. თავისუფლად მოქმედების შანსი მოგეცემათ. მეტად გამოავლინეთ საკუთარი ნიჭი და დისციპლინა. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

მამალი

თუ ხვდებით, რომ ასეთ მდგომარეობას ვერ უძლებთ, შეიცვალეთ გარემო, სიტუაცია. ვარსკვლავები მომაბეზრებელი და დამთრგუნველი კავშირების გაწყვეტას გირჩევენ.

ძაღლი

აჩქარებით საქმეს გააფუჭებთ. ჩამოწერეთ მოქმედების გეგმა. უმჯობესია, ახალი საქმეები ორშაბათიდან განახორციელოთ, მანამდე კი დაისვენოთ და გაერთოთ. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს, დატკბით მომენტით.

ღორი

სიახლეებს მშვიდად შეხვდით. კარგი დღეა საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. დაესწარით შემეცნებით ლექციებს.