ვირთხა

დღეს მცირეოდენი გაუგებრობაა მოსალოდნელი. თუ ოჯახში რაიმე ფინანსური პრობლემა იქნება მაქსიმალურად მშვიდად შეხვდით მას და იფიქრეთ მოგვარების გზებზე.

ხარი

ძალღონეს ნუ დაიშურებთ, რომ ახლობლებს გვერდში დაუდგეთ და დაეხმაროთ პრობლემებთან გამკლავებაში. კარგი დღეა ცხოვრებაში ცვლილებების შესატანად ან უბრალოდ სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად.

ვეფხვი

დამღლელი დღე იქნება. ოჯახური პასუხისმგებლობები, სხვადასხვა პროექტები და სოციალური აქტივობები მთელ თქვენს ენერგიას წაიღებს. ყველაფრის ქონა - ყველაფრის კეთებას ნიშნავს, რაც არც ისეთი მარტივია. შესაბამისად, მოიკრიბეთ ძალა და ნებისმიერ საქმეს რეალისტურად მიუდექით.

კურდღელი

დღეს არ გეყოფათ ნებისყოფა, რომ გაუმკლავდეთ გამაღიზიანებელ ადამიანებს. იქნებით განსაკუთრებულად კრიტიკული და მომთხოვნი. უმჯობესი იქნება, თუ მხოლოდ საქმეზე გაამახვილებთ ყურადღებას და გარე აქტივობებისგან თავს შეიკავებთ.

დრაკონი

დღეს საკმაოდ გაღიზიანებული იქნებით. ეცადეთ აკეთოთ ის, რაც გსიამოვნებთ და განიტვირთოთ. პირადი ბედნიერება ყველაზე მნიშვნელოვანია. უმჯობესი იქნება თუ წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით იმოქმედებთ.

გველი

მცირე იმედგაცრუებებმა შესაძლოა არასასურველი დრამა გამოიწვიოს. აკეთეთ მხოლოდ ერთი საქმე და ნუ გექნებათ სურვილი ერთდროულად ბევრ რამეს მოჰკიდოთ ხელი. ეს ის დღეა, როდესაც მულტიფუნქციურობა საქმეს გაგირთულებთ.

ცხენი

კარგი დღეა ახალი ლუქის მოსასინჯად. როდესაც კარგად გაცვიათ, თქვენი თავდაჯერებულობაც იმატებს და თავს უკეთესად გრძნობთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია დიდი ხარჯები გაიღოთ. ეძებეთ იაფი, თუმცა გემოვნებიანი სამოსი.

თხა

დღეს ახალი ენთუზიაზმით შეუდგებით საქმიანობას. კარგი დღეა იმისთვის, რომ უფრო ორგანიზებული გახდეთ. რაც უფრო მეტად დაალაგებთ სიტუაციას დღეს, მომავალი საქმიანობა უფრო ეფექტური იქნება.

მაიმუნი

თქვენ ძალიან დატვირთული იქნებით. თუ სტრესის ქვეშ იმყოფებით, დარწმუნდით რომ საკმარისად გძინავთ. მნიშვნელოვანია, რომ მენტალური ბალანსი შეინარჩუნოთ. ღრმად ისუნთქეთ, როდესაც ბრაზი მოგერევათ ან გაღიზიანდებით.

მამალი

იღბლიანი დღეა თქვენთვის. ნუ დააყოვნებთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას და ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი გეგმები.

ძაღლი

კოლეგებთან, განსაკუთრებით კი უფროსობასთან კამათისგან დღეს ეცადეთ თავი შეიკავოთ. თხაი ფუს ვარსკვლავის გავლენის გამო მოჭარბებული აგრესიაა მოსალოდნელი, ამიტომ უფრო თავშეკავებული და წინდახედული უნდა იყოთ.

ღორი

დღეს ძალიან ბევრი რამ შეიძლება განჭვრიტოთ წინასწარ და საჭირო გადაწყვეტილებები მიიღოთ. შესაძლოა ბევრმა ვერ გაიგოს თქვენი მოთხოვნები, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება.