ვირთხა

დღეს შესაძლოა საკუთარ თავს ისეთი თვისებები მიაწეროთ, რაც სინამდვილეში არ გახასიათებთ, რის გამოც ძალზე უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. თუ უფრო მორიდებული იქნებით, მეტ სიმპათიას დაიმსახურებთ.

ხარი

დღეს ნებისმიერ სიტუაციას ადვილად გაანალიზებთ. კონსტრუქციული ცვლილებები წუწუნზე მეტად დაგეხმარებათ. თქვენში არის რაღაც, რასაც გამოხატვა და გამოაშკარავება სჭირდება. თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისგან. საღამოს შეგიძლიათ მოდუნდეთ და ყველა პრობლემა დაივიწყოთ.

ვეფხვი

დღევანდელი დღის ენერგია ბევრ გამოწვევას გპირდებათ, თუმცა ეს კარგის მომასწავებელია. ყველაფერი გააკეთეთ დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად. დღეს ბავშვებისა და მეგობრების მიმართ განსაკუთრებით სამართლიანი და კეთილი იქნებით.

კურდღელი

ოჯახში ჰარმონიას ელოდეთ. რაც უფრო ნაზი და მგრძნობიარე იქნებით მით უკეთესი იქნება. ნუ დაიშურებთ კომპლიმენტებს გარშემომყოფთა მიმართ. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, იფიქრეთ, როგორ მოახდინოთ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება.

დრაკონი

დღეს თქვენი გამოწვევა განსაკუთრებით აგრესიული ადამიანი იქნება. იყავით მომთმენი, იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებთ. თუ საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი იქნებით, განწყობაც გაუმჯობესდება.

გველი

დღეს განსაკუთრებით უხასიათო და მგრძნობიარე იქნებით. ეს შეიძლება ჩანდეს ისე, თითქოს მარტოსული და იზოლირებული ხართ. დაამარცხეთ სტრესი და მომავალზე იფიქრეთ. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ.

ცხენი

საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე კონცენტრირება დღეს გაგიჭირდებათ. სამაგიეოროდ, სხვისი პრობლემებით დიდი სიამოვნებით დაკავდებით. მეგობრები ამას აუცილებლად დააფასებენ.

თხა

დღეს ვინმემ შესაძლოა თქვენი მოთმინება გამოსცადოს. საკუთარ წარსულზე ფიქრს მოერიდეთ. რაც უფრო უკეთ გეცოდინებათ თქვენი ძლიერი მხარეები, მით უკეთ შეძლებთ სიძნელეებთან გამკლავებას.

მაიმუნი

ნეგატივზე აქცენტის გაკეთება ცხოვრების დინამიურობას შეაფერხებს. ადამიანები ხშირად ნეიტრალურ პოზიციას აფარებენ თავს და არ სურთ საკუთარ ემოციებზე საუბარი. თუ გრძნობთ, რომ შეგიძლიათ იყოთ გულწრფელი, ეს დღე კარგად დაგამახსოვრდებათ.

მამალი

თქვენი ბუნებრივი სიბრძნე და გამჭრიახობა უფრო დახვეწილს გაგხდით და წინათგრძნობის უნარს განგივითარებთ. ადამიანებთან კომუნიკაციისას, რეალური საჭიროებებისა და მოტივის დანახვა თქვენთვის საკმაოდ მარტივი იქნება.

ძაღლი

დღევანდელი ენერგია კვების რეჟიმში ცვლილებების შეტანისკენ მოგიწოდებთ. არსებობს პროდუქტი, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ. მოერიდეთ წუწუნს, ტრაბახს, გაბრაზებას და საკუთარი თავის სიბრალულს. ეცადეთ ცხოვრება გაიმარტივოთ.

ღორი

ნაკლებად აქტიური დღე იქნება. დღევანდელი ენერგია განმარტოებისკენ გიბიძგებთ. მშვიდ გარემოში დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას შეძლებთ. საღამო კარგი იქნება განტვირთვისთვის: მოიმარაგეთ სასუსნავი და კარგ ფილმს უყურეთ.