ვირთხა

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე უნდა იყოთ. არ ღირს მეგობრებთან ან ახლობლებთან ერთად რაღაც საქმის დაწყება, რადგან ამ შემთხვევაში იმედგაცრულებული დარჩებით.

ხარი

ზოგიერთი ადამიანი თქვენს წინააღმდეგ შესაძლოა განზრახ შეთქმულებებსაც კი აწყობდეს. კარგი იქნება თუ არ აყვებით მათ პროვოკაციებს. წარმოიდგინეთ თავი რომანტიულ სიზმარში. ძლიერი გრძნობები და ემოცია დაგეხმარებათ იპოვოთ ნამდვილი სიყვარული.

ვეფხვი

დღეს ძლიერი სურვილებისგან სჯობს თავი შეიკავოთ. კარგი იქნება თუ დილით ადრე გაიღვიძებთ და დღეს აქტიურად გამოიყენებთ. იყოლიეთ კარგი მეგობარი, რომელიც დაგეხმარებათ სწორად გაართვათ თავი დაკისრებულ მოვალეობებს.

კურდღელი

გირჩევთ ფრთხილად დასახოთ გეგმები. კოსმოსური ენერგია იმდენად დადებითად აისახება თქვენზე, რომ კარგი იქნება თუ ახალ პროექტებზე ფიქრს დაიწყებთ. ადამიანებთან ღრმა და მჭიდრო კავშირი მომავალში დაგეხმარებათ ამ პროექტების განხორციელებაში.

დრაკონი

ნუ გააკრიტიკებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ რომ რამენაირად შეუშალონ ხელი თქვენს მიერ წამოწყებულ საქმეს. კარგი იქნება თუ განსხვავებულ სტილს შეინარჩუნებთ. კარგი საღამო იქნება რომანტიული ვახშმისთვის.

გველი

ახალი ამბები განწყობას გაგიუმჯობესებთ. შესაძლოა მიიღოთ, რასაც უკვე დიდი ხანია ელოდებით. გარდა ამისა, დღეს ნებისმიერი თქვენი წამოწყება წარმატებული იქნება. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

ცხენი

დღეს ბევრი მიზეზი გექნებათ იმისათვის, რომ იყოთ ოპტიმისტები. ეს ნამდვილად არის იღბლიანი და წარმატებული დღე. ძველი მეგობრობის, ახალი ურთიერთობის გახსენებისა და ძველი სურვილების ასასრულებლად. თუ წამოიწყებთ რაიმე ახალ პროექტს, აუცილებლად მოიპოვებთ გამარჯვებას.

თხა

ეს შესანიშნავი დროა, რომ კარგი გაკვეთილი ჩაუტაროთ საკუთარ თავს, გამოასწოროთ ძველი შეცდომები და არ დაუშვათ ახალი. ნუ დახარჯავთ ბევრ დროს არასასურველი საქმის კეთებაში. იყავით აქტიურები და იკითხეთ რაც შეიძლება ბევრი.

მაიმუნი

თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ თავი დააღწიოთ რთულ სიტუაციას. გირჩევთ ბევრი დრო მეგობრებთან ერთად გაატაროთ. ისწავლეთ თვითშეფასება, დაიმახსოვრეთ, რომ საკუთარი თავის კრიტიკა კარგს არაფერს მოგიტანს.

მამალი

ვარსკვლავები გირჩევენ დაიწყოთ რაიმე სიახლის მოძიება. მარტივად გადაწყვიტეთ, თუ რას წამოწევდით წინ. პირველ რიგში აუცილებელია შეიცნოთ საკუთარი თავი. დარჩით მარტო და ესაუბრეთ მას პრობლემებზე, ყოველდღიურობაზე.

ძაღლი

იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებულ ნაკადს. კარგი იქნება თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ. გირჩევთ მოიხსნათ ვარდისფერი სათვალე და ცხოვრებას რეალური თვალით შეხედოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

ღორი

კარგი იქნება თუ დროის დაზოგვას ისწავლით. ეს ის დღეა, როცა შეგიძლიათ უბრალოდ იზრუნოთ საკუთარი თავის შეცვლაზე. შესანშნავი დღეა იმისთვის, რომ ახალი იმიჯი მოირგოთ.