ვირთხა

ოჯახის წევრებთან გარკვეული უთანხმოებაა მოსალოდნელი. სერიოზული საკითხების განხილვისას ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად მშვიდი და გაწონასწორებული. თქვენი იუმორის გრძნობა ზედმეტ დაძაბულობას მოხსნის.

ხარი

დაისვენეთ, გამოიძინეთ, შეასრულეთ საოჯახო საქმეები, განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. ვარსკვლავები ძილის რეჟიმის გაუმჯობესებას გირჩევენ.

ვეფხვი

საინტერესო შემოთავაზებების დღე გელით, ოღონდ მოერიდეთ ავანტიურულ წინადადებებს. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

კურდღელი

სასიამოვნო დღეა მოსალოდნელი. დაისვენეთ, გამოიძინეთ, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნეთ. შეიძინეთ გემრიელობები ოჯახის წევრებისთვის.

დრაკონი

ოჯახის წევრებისგან დღეს განსაკუთრებულ მზრუნველობასა და სიყვარულს იგრძნობთ. საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნეთ და რომანტიკული ვახშამი აჩუქეთ.

გველი

მეტი მოთმინება გმართებთ ახლობლებთან მიმართებაში. თუ გსურთ, რომ თავიდან აირიდოთ უსიამოვნება, მათი ჭირვეულობის ატანა მოგიწევთ.

ცხენი

სიფრთხილე გამოიჩინეთ ისეთი შემოთავაზებების მიმართ, რომელიც არ გავს რეალურს. უფრო მეტი ყურადღება ოჯახს დაუთმეთ, განსაკუთრებით თუ ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ.

თხა

დღეს დილიდან პოზიტიური ემოციებით დაიმუხტებით. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ. ნუ დარჩებით სახლში. აიყოლიეთ მეგობრები და ქალაქში გაისეირნეთ.

მაიმუნი

დღეს არ არის რეკომენდებული სადმე გამგზავრება და ფინანსური საქმეების მოგვარება. თუ ამას თავს ვერანაირად ვერ დააღწევთ, მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული უნდა იყოთ.

მამალი

სიურპრიზებით სავსე დღე გელით. ყურადღება გმართებთ დეტალებისა და ინფორმაციებისადმი. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად.

ძაღლი

ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფების აზრს. აკეთეთ ის, რაც თქვენთვის სასიამოვნო და მისაღებია. საღამოს მეგობრები განმარტოების საშუალებას არ მოგცემენ.

ღორი

კარგი დღეა შოპინგისთვის. გაიყოლეთ ნათესავი ან მეგობარი და შეიძინეთ საჩუქრები. საღამოს წიგნი წაიკითხეთ და ბავშვებთან ერთად სამაგიდო თამაშით გაერთეთ.