ვირთხა

ძალზე მნიშვნელოვანია დღეს არ დააფრთხოთ ფორტუნა საკუთარი კაპრიზებით. მოემზადეთ ცხოვრებისგან სიამოვნების მისაღებად.

ხარი

საინტერესო შემოთავაზებების და ცვლილებების დღე გელით. იყავით მეტად ორიგინალური და ნუ მოგერიდებათ გარისკვის.

ვეფხვი

მეგობრისგან მიღებული მოულოდნელი საჩუქარი ან მატერიალური მხარდაჭერა განწყობას გაგიუმჯობესებთ. ზოგიერთს მსხვილი მოგება ელის, ოღონდ ეცადეთ ფული მალევე არ გაფლანგოთ.

კურდღელი

დაგროვილ საქმეებთან გამკლავებაში პოზიტივი და ენერგიულობა დაგეხმარებათ. ეცადეთ, კარგად გაერკვეთ უცხო გარემოში. ვარსკვლავები არ გირჩევენ რაიმე საბუთზე ხელის მოწერას.

დრაკონი

ტრუკ ფუს ვარსკვლავმა შესაძლოა თქვენი თავდაჯერებულობა ოდნავ შეარყიოს. ფრთხილად იყავით! ზოგიერთებმა თქვენი მიმნდობლობა შეიძლება ბოროტად გამოიყენონ.

გველი

მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმების შესრულებას, საღამოს კი სჯობს განმარტოვდეთ.

ცხენი

წარმატებული დღე გელით და აღარ იწუწუნოთ იღბალზე. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. მცირე ავანტიურა და რომანტიკული თავგადასავალი დასაშვებია.

თხა

მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა განათლება ან პროფესიული დახელოვნება.

მაიმუნი

მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით და ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად. ამ ნიშნის ექსცენტრიკული წარმომადგენლები შეიძლება თავით გადაეშვან რომანტიკულ ურთიერთობებში.

მამალი

გარშემომყოფებში თქვენს ავტორიტეტს აიმაღლებთ. წარმატებული დღე გელით, ხშირად გაგიმართლებთ. თუმცა, გაფრთხილდით, შეიძლება "ჩავარდეთ" იქ, სადაც თავდაჯერებული იყავით.

ძაღლი

აკონტროლეთ საკუთარი თავი. აგრესიამ შეიძლება საქმეებიც გაგიფუჭოთ და ახლობლებთან დამოკიდებულებაც.

ღორი

დაუფიქრებელმა სიტყვებმა დღეს შესაძლოა დიდი ზიანი მოგაყენონ, ამიტომ სჯობს დაძლიოთ საკუთარ თავს და მეტი დიპლომატიურობა გამოიჩინოთ.