ვირთხა

დაძაბულობის მოსახსნელად ვარსკვლავები გირჩევენ განმარტოვდეთ, მოეშვათ და სასიამოვნო რამეზე იფიქროთ. კარგი იქნება თუ თავს შეიკავებთ აგრესიული და მოუფიქრებელი კომენტარებისგან.

ხარი

გადახედეთ შესრულებულ საქმეებს, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები და კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები.

ვეფხვი

კარგი დღეა ცოდნის მისაღებად და წარსულში ნასწავლის პრაქტიკაში გამოსაყენებლად. თუ სირთულეებს არ შეუშინდებით, სასურველს აუცილებლად მიაღწევთ.

კურდღელი

შეამცირეთ ურთიერთობა თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან. ნუ დაიტვირთებით სამსახურში. მგზავრობა ან საქმიანი შეხვედრა არ უნდა იყოს ხანგრძლივი.

დრაკონი

ჯიუტ ადამიანთან კამათისას მეტად მომთმენი უნდა იყოთ. კარგი იქნება თუ ძალების აღსადგენად სახლში დარჩებით და კარგ ფილმს უყურებთ. ხანდახან საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ის არის, რაც ნამდვილად გჭირდებათ დასამშვიდებლად.

გველი

გადაღლილი ხართ და გიჭირთ სერიოზული საქმეების შესრულება. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან და საყვარელ ადამიანთან.

ცხენი

დღეს საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება მოგიწევთ. წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალება მოგეცემათ. გარშემომყოფებისგან დახმარებას ნუ ელით.

თხა

სწრაფად მოაგვარებთ სამსახურის საქმეებს და მეგობრებთან ერთად გართობისთვისაც დაგრჩებათ დრო. კარგი დღეა შოპინგისთვის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მაიმუნი

ვარსკვლავები გირჩევენ თავი შეიკავოთ ყველანაირი სენსაციური აღიარებებისგან, თუნდაც კონფიდენციალური საუბრის დროს. გახსოვდეთ, რომ დუმილი - ოქროა.

მამალი

ძალღონეს ნუ დაიშურებთ ოჯახური კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად. უმჯობესი იქნება ჯანმრთელობაზე თუ გაამახვილებთ ყურადღებას და ჯანსაღად ცხოვრებას დაიწყებთ.

ძაღლი

ყურადღება გმართებთ მიმდინარე საქმეების მოგვარებისას. თუ საყვარელი ადამიანის მიმართ მოსიყვარულე იქნებით და კრიტიკას დაივიწყებთ, ურთიერთობაში სიმშვიდე დაისადგურებს.

ღორი

მაქსიმალურად შეამცირეთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან. დღეს შეიძლება ახლობლების რჩევამაც კი გული გატკინოთ. უმჯობესია, მეტი დრო გაატაროთ შინ და მოაგვაროთ საოჯახო საქმეები.