ვირთხა

შესანიშნავი დღეა იმისათვის, რომ აღადგინოთ ჰარმონიული ურთიერთობა მეგობართან, რომელსაც აწყენინეთ. კუ მონის ვარსკვლავის გავლენა სწორედ იმ სიტყვებს გაპოვნინებთ, რომლებიც საჭიროა ასეთ სიტუაციაში.

ხარი

კოსმიური ენერგია ცვლილებებს უწყობს ხელს. კარგი დღეა ნებისმიერი ახალი საქმის წამოსაწყებად. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ.

ვეფხვი

ძალიან პოზიტიური დღეა იმისთვის, რომ საყვარელი აქტივობებით დაკავდეთ და დრო მეგობრებთან ერთად გაატაროთ. საყვარელ ადამიანებთან ერთად გემრიელი სადილიც კი აგიმაღლებთ განწყობას.

კურდღელი

ტექნოლოგიური საკითხების მოგვარებისთვის ამაზე კარგ დღეს ვერ ნახავთ. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართეთ.

დრაკონი

მაღალი ენერგიის მატარებელი დღეა. ბევრ გამოწვევას ელოდეთ, გამძლეობა მოიკრიბეთ და დიდ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

გველი

დღეს სიყვარულის დღეა. ბევრი ახალი ნაცნობობა გელოდებათ, რომელთაგან ერთ-ერთი საბედისწეროც კი შეიძლება აღმოჩნდეს. გამოიყენეთ თქვენი დრო სწორად და მიჰყევით დინებას.

ცხენი

სურვილი იმისა, რომ დაეხმაროთ სხვებს, ძალიან დიდია. ახალი იდეებისთვის ახალგაზრდებს მიმართეთ და გამოიყენეთ მათი ენთუზიაზმი სამომავლო გეგმებისთვის.

თხა

თუ საკუთარ ინტუიციას ენდობით, იღბალი აუცილებლად მოვა. მიეცით გასაქანი თქვენს იდეებს და ირწმუნეთ საკუთარი თავის. ბედნიერება შესაძლებელია, თუ ნაკლებად დაწვრილმანდებით სხვადასხვა საკითხებში.

მაიმუნი

დღეს ფხიზლად უნდა იყოთ, რადგან თქვენს ახლო მეგობრებს შორის შესაძლოა მოღალატე აღმოჩნდეს, რომელიც ხელსაყრელ მომენტს ელოდება იმისთვის, რომ დარტყმა მოგაყენოთ.

მამალი

ადამიანი, რომელსაც გამბედაობა აკლია, გეგმების შესრულებისას ბევრ პრობლემას აწყდება. განსაკუთრებით ეს პირად ურთიერთობებს ეხება, რადგან მათ არ შესწევთ რისკიანი ქმედებების განხორციელების და გრძნობების გამოხატვის უნარი. ეცადეთ არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და გარშემომყოფებთან იყავით უფრო გახსნილი.

ძაღლი

თქვენ ძალიან მამაცი და მებრძოლი უნდა იყოთ, რომ დღევანდელ შემოტევებს გაუძლოთ. რაც გჭირდებათ - არის ხასიათის სიმტკიცე და სიფრთხილე. თუ გადაწყვეტილებებს აუღელვებლად, ცივი გონებით მიიღებთ, ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდებით.

ღორი

შესაძლებლობები, რომლებსაც დღევანდელი დღე გთავაზობთ, სწორად გამოიყენეთ და არავითარ შემთხვევაში არ უგულებელყოთ. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების დასალაგებლად.