ვირთხა

დღეს საკუთარი თავის კონტროლი ძალიან გაგიჭირდებათ და სასურველის მისაღწევად, ნებისმიერ რისკზე წახვალთ. გახსოვდეთ, რომ უხეშ ძალას პატარა ეშმაკობა სჯობს - მაშინ ახალი მტრების გაჩენას თავს აარიდებთ.

ხარი

სტრესული დღე გექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე თქვენთვის წინააღმდეგობას გაწევას შეეცდება, თქვენი რეაქცია შესაძლოა უკონტროლო გახდეს. შეეცადეთ დამშვიდდეთ და პრობლემები ცივი გონებით გადაწყვიტოთ.

ვეფხვი

ადამიანები, რომლებიც უპასუხისმგებლოები არიან ან უბრალოდ ღირებულებები არ გააჩნიათ, სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ. დღეს ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. პირად ურთიერთობაში პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დახმარებისთვის გამოცდილ ადამიანს მიმართეთ.

კურდღელი

ძალიან დატვირთული დღე გექნებათ. შესაძლოა კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ და რაღაც საიდუმლოს გამხელა მოგიწიოთ. მიუხედავად ამისა, ადამიანებმა შესაძლოა მაინც განაგრძონ ირეალურ სამყაროში ცხოვრება და უარი თქვან თქვენი რჩევების გათვალისწინებაზე.

დრაკონი

დღეს სხვისი მითითებების შესრულება მოგიწევთ. დროებით ამასთან შეგუება მოგიწევთ, რადგან თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა გარკვეული პრობლემები გაჩნდეს. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, იყავით უფრო მოქნილი და დიპლომატიური.

გველი

რთული პერიოდი ხანდახან მოითხოვს იმისგან გათავისუფლებას, რაც საერთოდ არ გჭირდებათ. მატერიალური უზრუნველყოფა ან სხვისი კრიტიკა ბევრად უმნიშვნელოა, ვიდრე მცირედი სიამოვნებები.

ცხენი

ლონგ ტრის ვარსკვლავის უარყოფითი გავლენა არ უწყობს ხელს შემწყნარებლობას და გახსნილობას, თუმცა სწორედ ეს თვისებები უნდა გამოავლინოთ გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, თუ სერიოზული უსიამოვნების თავიდან აცილება გსურთ.

თხა

მოსალოდნელია ოჯახთან დაკავშირებული დამატებითი პასუხისმგებლობები ან გამოწვევები. იუმორის გრძნობა პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებას გაპოვნინებთ. დისტანცია დაიცავით მათთან, ვისაც თქვენთვის რაიმე ზიანის მოყენება შეუძლია.

მაიმუნი

კარგი დღეა პოზიტიური კომუნიკაციისთვის. თქვით ის რასაც ფიქრობთ და საჭიროების შემთხვევაში, განმარტეთ თქვენი პოზიცია. თქვენი იუმორის გრძნობას გარშემომყოფები აუცილებლად დააფასებენ. მათ კი, ვინც ზედმეტად მომთხოვნია და სხვისი კრიტიკა უყვარს, მოთმინებით მიუდექით.

მამალი

დღეს თქვენი ენერგია ძალიან ძლიერია, ასე რომ თავდაჯერებულად იმოქმედეთ. იღბლიანი დღეა რაღაც ახალი საქმის წამოსაწყებად. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ ფიზიკურ გამოწვევებს მიიღებთ, გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას და ჯანსაღი ცხოვრების წესს დაიცავთ.

ძაღლი

თუ დათრგუნული ხართ, ძალისხმევას ნუ დაიშურებთ იმისთვის, რომ სწორი გზა იპოვოთ. თუ უბრალოდ ეცდებით გვერდი აუაროთ არსებულ პრობლემას, უბრალოდ ლოდინი მოგიწევთ და უნდა მიყვეთ დინებას.

ღორი

ცხოვრება გაგიადვილდებათ, თუ შეეცდებით არ ჩაიყენოთ საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობაში, როდესაც აშკარად არ იქნებით მართალი. ურთიერთობა დაამყარეთ სასიამოვნო ადამიანებთან, რომლებიც არ ღიზიანდებიან ნებისმიერი წვრილმანის გამო.