ვირთხა

თხატ შატის ვარსკვლავის გავლენის გამო დღეს ირონიულ ხასიათზე იქნებით, თუმცა ეს ყველას როდი მოეწონება. მეტი დიპლომატიურობა და ტაქტი გმართებთ.

ხარი

ახალი საქმეების დაწყება არ არის რეკომენდებული. მშვიდად შეხვდით კრიტიკას და გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები.

ვეფხვი

შეიძლება მოიწყინოთ, სიახლეებისა და ახალი ადამიანის გაცნობის სურვილი გაგიჩნდეთ. იყავით ფრთხილი - ურთიერთობაშიც და ქმედებაშიც.

კურდღელი

მოთოკეთ აზარტი და ყოველდღიური საქმეებით დაკავდით. ნუ ეცდებით სერიოზული პროექტების დაწყებას. სიმშვიდე ახლა თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

დრაკონი

ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ასევე, თავი შეიკავეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობისგან, ვისაც ნაკლებად ენდობით.

გველი

დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ. თხენ ტრუს ვარსკვლავი საკუთარი თავის შეცნობაში დაგეხმარებათ, ასე რომ დარჩით შინ და დრო საკუთარი ცხოვრების გაანალიზებას დაუთმეთ.

ცხენი

სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან ან ცხოველებთან ურთიერთობისას. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში ექიმს დროულად მიმართეთ.

თხა

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან ხელშეკრულების დადება დღეს არ არის რეკომენდებული. საკუთარი კომფორტის ზონაში დარჩენა გამართლებული იქნება.

მაიმუნი

ვირტუალური ფლირტი შეიძლება ხანგძლივ სასიყვარულო რომანში გადაიზარდოს, თუმცა სიფრთხილის გამოჩენაც არ იქნება ურიგო, რადგან იმედგაცრუების რისკიც არსებობს.

მამალი

მოერიდეთ აქტიურობასა და ექსპერიმენტებს. ასევე, არ არის რეკომენდებული საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან კამათი, რადგან ამას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

ძაღლი

მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულების აღებას. განმარტოვდით და მშვიდ გარემოში დაისვენეთ.

ღორი

ნუ გარისკავთ, რევანში კარგს არაფერს მოგიტანთ. მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებთან ერთად ბუნებაში დასვენებას.