ვირთხა

მოერიდეთ თაღლით ადამიანებს, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში! ვარსკვლავების გავლენის გამო დღეს შესაძლოა მათი ტყუილები დაიჯეროთ, რაც შემდგომში შეიძლება სერიოზულ პრობლემებში გადაზარდოს.

ხარი

ნაყოფიერი და საინტერესო სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. საყვარელი ადამიანი თქვენი განწყობის გაუმჯობესებაზე იზრუნებს. თავად კი ნუ მიატოვებთ უყურადღებოდ ოჯახის წევრებს.

ვეფხვი

საქმეებს და ვალდებულებებს ადვილად გაართმევთ თავს. დაიხმარეთ გამოცდილი კოლეგები, განსაკუთრებით, როცა საკითხი ფინანსურ თემას ეხება. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

კურდღელი

შეუსრულებელი ვალდებულებები არ არსებობს, მთავარია, მოძებნოთ სწორი გზა. შეეხმიანეთ გავლენიან მეგობრებს. მოერიდეთ დაპირისპირებას ოჯახის წევრებთან. საღამოს კი სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

დრაკონი

სიმშვიდე შეინარჩუნეთ. მოერიდეთ უსიამოვნებებს გარშემომყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

გველი

მშვიდი დღე გელით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გრანდიოზული გეგმების განხორციელებაზე უარი უნდა თქვათ და მთელი დღე დივანზე წამოწოლილმა გაატაროთ. საღამოს შეხვდით მეგობრებს, ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ.

ცხენი

კარგი დღეა სასურველის მისაღწევად. იყავით მეტად მიზანდასახული. უსიამოვნებები უკვალოდ გაქრება. პირად ცხოვრებაში აქტიურობისგან დღეს თავი შეიკავეთ.

თხა

კარგი დღეა ახალი საქმიანობის დასაწყებად ან ახალ თანამდებობაზე გადასასვლელად. დახმარებისთვის გამოცდილ კოლეგებს მიმართეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მაიმუნი

აკონტროლეთ ემოციები. იმოქმედეთ გააზრებულად და დაკვირვებულად. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და ურთიერთგაგება გელით. საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკითა და სინაზით გააბედნიერეთ.

მამალი

დღეს საჭირო ინფორმაციას მიიღებთ, ასე რომ ყურადღებით იყავით. მუშაობისას მეტი მონდომება გმართებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და გადაახალისეთ პარტნიორული ურთიერთობები.

ძაღლი

სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით.

ღორი

შესანიშნავი დღეა ახალი პროექტის დასაწყებად, მაგრამ დაწყებულ პროექტებსაც ნუ მიატოვებთ. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას.