ვირთხა

დღევანდელი დღე სახლში გაატარეთ. დაისვენეთ, განიტვირთეთ და დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ბევრ საინტერესო მოვლენას აკლდებით. შესაბამისად, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომ საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

ხარი

დღეს ოპტიმისტური განწყობისთვის ყველა მიზეზი გაქვთ. ძალიან პროდუქტიული იქნებით და გარშემომყოფებს დახმარების ხელს გაუწვდით. გააკეთეთ ყველაფერი, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

ვეფხვი

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება ამ ეტაპზე სასწრაფო არ იყოს, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ სრულ გამოკვლევას ჩაიტარებთ და სიფრთხილეს გამოიჩენთ.

კურდღელი

არ არის აუცილებელი თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი დაგეგმილი იყოს. თუ ხვდებით, რომ მთელი დღე მუშაობთ და საღამოს თავს არც ისე ბედნიერად გრძნობთ, დროა პაუზა აიღოთ და მოდუნდეთ. საკუთარი თავისადმი უფრო მეტად ლოიალური გახდით.

დრაკონი

იყავით მომთმენი, ფრთხილი და ძალიან დიპლომატიურად მიუდექით პრობლემურ ადამიანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან დიდი განსაცდელი გელოდებათ.

გველი

შემოქმედებითი დღეა. იფიქრეთ მუსიკაზე, ფილმებზე, ფოტოგრაფიასა და ზოგადად ხელოვნებაზე. ნებისმიერი გარე აქტივობა, რომელიც თქვენს უშუალო პროფესიასთან არ არის დაკავშირებული, თქვენს სამომავლო გეგმებზე დადებით გავლენას იქონიებს.

ცხენი

მეგობრებთან ურთიერთობა პრობლემებს დროებით მაინც დაგავიწყებთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ არ ღირს საკუთარი მატერილაური საკითხების მათ ხარჯზე მოგვარება.

თხა

სიურპრიზებს ელოდეთ. შესაძლოა დიდი ხნის უნახავი მეგობრისგან შეტყობინება მიიღოთ, ან მოულოდნელმა შეხვედრამ ძალიან გაგახაროთ. დღეს თქვენი ბედნიერი დღეა.

მაიმუნი

დაფიქრდით სპეციფიურ მიზნებზე, რომლებსაც მომდევნო თვეებში სისრულეში მოიყვანთ. განიხილეთ თქვენი გეგმები კომპეტენტურ ადამიანებთან და გაითვალისწინეთ მათი რჩევები.

მამალი

დღეს თქვენი შარმი ძალიან ძლიერია. გარშემომყოფებთან მჭიდრო კავშირის დამყარებით თავს ნაკლებად მარტოსულად იგრძნობთ. ოჯახთან მიმართებაში თქვენი სამსახურეობრივი მოვალეობები მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.

ძაღლი

ძლიერი ენერგეტიკის მქონე დღეა. ჩაერთეთ ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც თქვენს ინტერესს აღძრავს. თუ რომანტიულ განწყობაზე ხართ, აუცილებლად გამოყავით დრო საყვარელი ადამიანისთვის.

ღორი

იზრუნეთ საკუთარ თავზე. თქვენი ბუნებრივი სიფრთხილე და წინდახედულობა ბევრ სირთულეს აგაცილებთ თავიდან. სხვებთან ერთად მუშაობა დიპლომატიურ მიდგომას მოითხოვს. ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცით თავს დასვენების უფლება.