ვირთხა

იღბლიანი დღეა სასიამოვნო საუბრებისთვის და საზოგადოებაში გარევისთვის. კარგი იქნება, თუ სასიამოვნო მუსიკის თანხლებით მეგობრებთან ერთად ვახშამს დაგეგმავთ.

ხარი

თქვენი ლოიალური და სანდო ბუნება ადამიანებს ენით აღუწერელ კომფორტს ანიჭებს. გაუზიარეთ გარშემომყოფებს თქვენი პოზიტიური ენერგია და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

ვეფხვი

სტრესული ან გაურკვეველი სიტუაციებისას გაჯიუტება მარტივია და ხშირად გჩვევიათ, თუმცა ამ შემთხვევაში არ არის იმის დრო, რომ ვიღაცის ბრალეულობა დაამტკიცოთ. დაფიქრდით თქვენს საქციელებზე.

კურდღელი

ძალიან პოზიტიური დღეა იმისთვის, რომ მეგობრებთან ერთად იმხიარულოთ. საყვარელი ადამიანები თქვენი ინსპირაციის წყარო გახდებიან და სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებიან.

დრაკონი

დღევანდელი ენერგია ან ძალიან დიდ შესაძლებლობას ან ძალიან დიდ იმედგაცრუებას გპირდებათ. ამ ორიდან რომელი შეგხვდებათ, თქვენზეა დამოკიდებული. ნუ იქნებით იმპულსურები და გადაწყვეტილებები ცივი გონებით მიიღეთ.

გველი

კარგი დღეა სახლთან დაკავშირებული პროექტების წამოსაწყებად. დაალაგეთ, შეაკეთეთ და გაარემონტეთ ყველაფერი, რასაც განახლება სჭირდება. ოჯახის წევრები დააფასებენ თქვენს მონდომებას.

ცხენი

შესაძლოა ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანისგან მითითებები მიიღოთ, რაც თქვენი მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ეცადეთ რაც არ მოგწონთ, დიპლომატიურად ახსნათ და ნათლად გამოხატოთ თქვენი პოზიცია.

თხა

დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, თუ სწორად გექნებათ გაკეთებული აქცენტები. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც მოისმენთ. იყავით ფრთხილი თქვენს სიტყვებთან მიმართებაში, რადგან მოსალოდნელია მცირეოდენი გაუგებრობა.

მაიმუნი

დღევანდელი დღე მარტივად შეგიძლიათ შეადაროთ ფრაზას „ორი ნაბიჯი წინ, ერთი უკან“. ეცადეთ წინასწარ განჭვრიტოთ, თუ რა შედეგებს მოიტანს თქვენი ესა თუ ის ქცევა. თავიდან აირიდეთ დეპრესიული დამოკიდებულება და განაგრძეთ მუშაობა.

მამალი

ყურადღება ფინანსურ საკითხებზე გაამახვილეთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს კარგ საქმეს ეხება, მოერიდეთ ფულის ხარჯვას. მარტივი სიამოვნება, როგორიცაა მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა, არ მოითხოვს დამატებითი ხარჯების გაწევას.

ძაღლი

გარშემომყოფებთან ძალის პოზიციებიდან ურთიერთობისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ, რადგან ამით საკუთარ თავს უფრო ავნებთ.

ღორი

ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი დღეა. უფრო მეტად ამბიციური და მომთხოვნი იქნებით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია იყოთ მადლიერი იმის, რაც გაქვთ.