ვირთხა

შეეცადეთ არ გაიფუჭოთ ურთიერთობა ადამიანებთან გადაჭარბებული კრიტიკით. დღეს ყველაზე დიდი საშიშროება იმალება თქვენს სურვილში ყველას მათ ნაკლოვანებებზე მიუთითოთ.

ხარი

თქვენ ძირითადად სამსახურის საქმეებით იქნებით დაკავებული. თუ ვინმე არ ასრულებს საკუთარ მოვალეობებებს, კარგი იქნება თუ ამაზე მიუთითებთ. ჩუმად ბუზღუნი ნაყოფიერი არ იქნება. თქვით ის რასაც ფიქრობთ.

ვეფხვი

თქვენ ძალიან ლოიალური ადამიანი ხართ. ზოგჯერ ვალდებულებების შესრულება საკმაოდ რთულია და ამას სათანადოდ არ აფასებენ. ნებისმიერ სიტუაციაში, გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით. ძირითადად პირად ინტერესებზე იყავით ორიენტირებული.

კურდღელი

ეს დღე შესაძლოა ძალიან სტრესული გამოდგეს. ეცადეთ, რომ თქვენი გეგმები მარტივი და გასაგები იყოს. ძალღონეს ნუ დაიშურებთ სხვადასხვა გზების მოსაძიებლად, რათა უფრო ნაყოფიერი შედეგი მიიღოთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

დრაკონი

კონსტრუქციულ კრიტიკაში ცუდი არაფერია, თუმცა, ფრთხილად იყავით. ეს შეიძლება გადამეტებულ თვითკრიტიკაში გადაგივიდეთ და საყვარელ ადამიანშიც მხოლოდ ცუდი დაინახოთ. იყავით მაქსიმალურად მიმტევებელი და პოზიტიური.

გველი

დღეს ვარსკვლავების გავლენა უჩვეულო მოვლენებს გამოიწვევს. შესაძლოა საკუთარი ცხოვრების შეცვლის და გარშემომყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარების სურვილი გაგიჩნდეთ. შემწყნარებლობა და ყურადღება სხვების მიმართ ასეთი ურთიერთობის გარანტია იქნება.

ცხენი

შეიძლება თავი იზოლირებულად ან დავიწყებულად იგრძნოთ. თქვენს ხედვას ყველა როდი გაიგებს. გამოიჩინეთ სიმამაცე და ბოლომდე გააგრძელეთ თქვენი ღირებულებების დაცვა.

თხა

ალბათ ფიქრობთ რომ თქვენთვის ძალიან ძვირფასი რამ დაკარგეთ. შესაძლოა, საჭირო გახდეს ამ საკითხში ჩაღრმავება და სხვა გზების გამონახვა. შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ცხოვრება უსამართლოა. გჯეროდეთ, რომ ის რაც ხდება, მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია.

მაიმუნი

აქტიური მოქმედების დღეა. თუ გსურთ მოვლენების განვითარება უკეთესობისკენ შეცვალოთ, გააკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია. მხარდაჭერას იპოვით იმაში რისიც გწამთ. თუ დღეს იზარმაცებთ და მეტ დროს გართობას დაუთმობთ, სავალალო შედეგს მიიღებთ.

მამალი

გარკვეულ სიტუაციაში თავი შესაძლოა უძლურად იგრძნოთ, თუმცა მალე მიხვდებით, რომ გარშემო ყველაფერი პოზიტიური შესაძლებლობებით არის სავსე. სტრესსა და დაძაბულობას თქვენი შეჩერების უფლებას ნუ მისცემთ.

ძაღლი

იდეების მოზღვავებას იგრძნობთ. გაუზიარეთ გარშემომყოფებს თქვენი ფიქრები და მოუსმინეთ მათ რჩევებს. იღბლიანი დღეა ჯგუფური აქტივობებისთვის. ნებისმიერ პრობლემას მშვიდი და ოპტიმისტური განწყობით შეხვდით.

ღორი

დღევანდელი ენერგია მხარს უჭერს ყველაფერს, რაც თავს უფრო დაცულად გაგრძნობინებთ. საყვარელ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. შესაძლოა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ, თუმცა ამან არ უნდა შეგაჩეროთ. თუ საჭირო იქნება, დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ.