ვირთხა

შესაძლოა სხვისი ფინანსური პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ: აუცილებლად დარწმუნდით იმაში, რომ ადამიანს თქვენი დახმარება მართლა სჭირდება.

ხარი

ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. დღეს თქვენთან გაჯიბრებას ვერავინ შეძლებს. თუ სამუშაო არ გაქვთ, დატკბით დასვენებით, რომანტიკით.

ვეფხვი

აჩქარებით საქმეს გააფუჭებთ. ჩამოწერეთ მოქმედების გეგმა. ახალი საქმეების დაწყება სჯობს დროებით გადადოთ, მანამდე კი დაისვენეთ ან გაერთეთ. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს, დატკბით მომენტით.

კურდღელი

დღეს შეიძლება გაგიტაცოთ გეოგრაფიამ, ისტორიამ ან ფილოსოფიამ. ახალი ცოდნის შეძენა არასდროს არ არის გვიან, მით უფრო რომ ეს შესანიშნავი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად.

დრაკონი

მთვარის გავლენა თქვენს ბუნებრივ ნიჭს გააძლიერებს და დაგეხმარებათ წარმატების მიღეწევაში ისეთ სფეროში, რომელზეც არც გიფიქრიათ.

გველი

სიახლეებს მშვიდად შეხვდით. კარგი დღეა ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად.

ცხენი

პარტნიორული ურთიერთობები დღეს პირველ პლანზე გამოვა. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, თუ მეტ ინიციატივას გამოიჩენენ.

თხა

სიზარმაცის, ჭირვეულობისა და დასვენების დღეა. თუ აუცილებელი საქმეები არ გაქვთ, დღე პასიურად გაატარეთ. მხარდაჭერისთვის ახლობლებს მიმართეთ.

მაიმუნი

პოზიტიურ განწყობაზე ხართ და ეცადეთ, საღამომდე ასე იყოთ. კარგი დღეა დამატებითი შემოსავლის საძიებლად. აგრეთვე, განვითარებისა და წინსვლისთვის.

მამალი

თუ გარშემო - კლიენტები, პარტნიორები, დამკვეთები - ყველა ისვენებს, რატომ არ გსურთ თავადაც გაემგზავროთ ქალაქგარეთ? კარგი დღეა წმინდა ადგილების მოსანახულებლად.

ძაღლი

წინააღმდეგობები არ გელით, თავისუფლად მოქმედების შანსი მოგეცემათ. მეტად გამოავლინეთ ნიჭი, დისციპლინა. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

ღორი

თუ ხვდებით, რომ ასეთ მდგომარეობას ვერ უძლებთ, შეიცვალეთ გარემო, სიტუაცია. გაწყვიტეთ მომაბეზრებელი და დამთრგუნველი კავშირები.