ვირთხა

ვან სუონგის ვარსკვლავის გავლენის გამო დღეს ყველაფერს ოპტიმიზმითა და იუმორით შეხედავთ, რაც არსებულ სიტუაციაში ძალიან დაგეხმარებათ. თქვენი დადებითი განწყობა სხვებსაც გადაედება.

ხარი

საყვარელი ადამიანის გავლენის ქვეშ ხართ და მისი სურვილის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ. ჰარმონიული ურთიერთობის შესანარჩუნებლად იყავით მეტად დამთმობი და მოსიყვარულე.

ვეფხვი

დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ზომიერება და პრაქტიკულობა. ეცადეთ, ერთი დღისთვის არ დახარჯოთ მთელი თვის ბიუჯეტი. ნუ გასცემთ ფუჭ დაპირებებს.

კურდღელი

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს უძრავ ქონებასთან ან ტერიტორიის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ოჯახის წევრებში ავტორიტეტს აიმაღლებთ.

დრაკონი

დღეს მეტად უნდა დაუთმოთ გარშემომყოფებს და ახლობლების სურვილების გათვალისწინებით იმოქმედოთ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან და იყავით უფრო მომთმენი.

გველი

დღეს ზედმეტად მიმნდობი და მოწყვლადი იქნებით. მაღალი ალბათობაა იმისა, რომ თაღლითების მახეში აღმოჩნდეთ, ამიტომ მეტი სიფრთხილე გმართებთ.

ცხენი

ყველა სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე. განსაკუთრებით, თუ საკითხი პირად ურთიერთობას ეხება. მოერიდეთ კრიტიკას და ეჭვიანობას.

თხა

მარტოობა არ გემუქრებათ, თუმცა თხენ ლუს ვარსკვლავის გავლენის გამო, ხალხთან ურთიერთობის სურვილი ნაკლებად გექნებათ. გამოიყენეთ ეს დრო იმისთვის, რომ გაერკვეთ, რომელი ურთიერთობაა თქვენთვის მართლა მნიშვნელოვანი.

მაიმუნი

ვალების გასტუმრების და დანაპირების შესრულების დღეა. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი. მანდილოსნებმა შეამცირეთ სამოსთან და კოსმეტიკასთან დაკავშირებული ხარჯი.

მამალი

ნუ გაართულებთ ურთიერთობას ნათესავებთან. უსიამოვნება მოსალოდნელია ფინანსური საკითხების გამო. კარგი დღეა პროფესიონალისგან კონსულტაციის მისაღებად.

ძაღლი

დღეს ყველაზე მზრუნველი ხართ. გული ნუ დაგწყდებათ, თუ თქვენი ზოგიერთი მეგობარი იმედს გაგიცრუებთ. თქვენ თავადაც შეგიძლიათ სხვების დახმარების გარეშე მოქმედება.

ღორი

დღეს "შავი დღისთვის" გადადებული თანხის დახარჯვა მოგიწევთ. ეცადეთ, არავის ენდოთ, განსაკუთრებით, როცა საქმე ფულს ეხება.