ვირთხა

დღე გარკვეული რყევების მომტანი იქნება. მოსალოდნელია პრობლემები ოჯახში ან უთანხმოება მეგობრებთან. სიტუაციის გარკვევისგან სჯობს თავი შეიკავოთ: დაელოდეთ, სანამ ყველაფერი თავისით არ მოგვარდება.

ხარი

საზოგადოებაში შეგამჩნევენ, მაგრამ რთულია იმის თქმა, რამდენად პოზიტიური იქნება ეს ყურადღება. შესაძლოა ამის მიზეზი თქვენს მიერ ჩადენილი რაღაც სისულელე იყოს, ამიტომ დღეს სჯობს მეტი თავდაბლობა და თავშეკავებულობა გამოიჩინოთ.

ვეფხვი

დღეს ეცადეთ საკუთარ თავზე ნაკლებად ილაპარაკოთ, რადგანაც გარშემომყოფებმა თქვენი უწყინარი ტრაბახიდან შესაძლოა არასწორი დასკვნები გამოიტანონ. საღამოს ძველ მეგობრებთან შეხვედრა გელით.

კურდღელი

თქვენ გსურთ გარშემომყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, მაგრამ გახსოვდეთ: შეუძლებელია ყველას მოსწონდეთ, და ეს არც არის საჭირო. უბრალოდ, იყავით ის, რაც ხართ და ნუ აქცევთ ყურადღებას მათ, ვინც, რაც არ უნდა გააკეთოთ, თქვენით მაინც უკმაყოფილო იქნება.

დრაკონი

იყავით მზად იმისთვის, რომ დღეს ძველი კამათი შესაძლოა ახალი ძალით გაჩაღდეს. თქვენ გეგონათ, რომ საკითხი უკვე დახურულია, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცას ისევ სიტუაციის გარკვევა სურს. არ დაუშვათ, რომ დისკუსია კონფლიქტში გადაიზარდოს.

გველი

თუ გარშემომყოფები თქვენს სიკეთეს ბოროტად იყენებენ, არაფერი არ დაგრჩებათ იმის გარდა, რომ ნებისმიერ თხოვნას უარით უპასუხოთ. დასაშვების ზღვარი მკაფიოდ, მაგრამ მაქსიმალურად დელიკატურად განსაზღვრეთ.

26,10,2020

ცხენი

თქვენს ცხოვრებაში ახალი მეგობრები ჩნდებიან, ძველები კი ქრებიან. ამაზე არ იდარდოთ, რადგანაც ყველაზე ერთგული და საჭირო ადამიანები ყოველთვის თქვენს გვერდზე იქნებიან.

თხა

დღეს დამყოლი და დიპლომატიური იქნებით, ყოველ შემთხვევაში, ამის დემონსტრირებას მაინც მოახდენთ, სინამდვილეში კი თქვენს გულში ნამდვილი ქარიშხალი იქნება.

მაიმუნი

თქვენ ძალიან კეთილი ადამიანი ხართ და ყოველთვის ცდილობთ გარშემომყოფების დახმარებას, მაგრამ კეთილი სწრაფვანი პრობლემებს არ უნდა გიქმნიდეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ საკუთარი საქმეებიც, რომლებიც თქვენს ყურადღებას მოითხოვენ.

მამალი

თუ მეგობრებმა რაღაც საიდუმლო გაგანდეს, ფრთხილად იყავით: სადმე ზედმეტი თუ წამოგცდათ, შესაძლოა მათი ნდობა სამუდამოდ დაკარგოთ.

ძაღლი

როგორც არ უნდა ცდილობდეთ ერთ-ერთი ახლობლის პოზიტიური იმიჯის აღდგენას, მისი ბოლოდროინდელი ქმედებები ამის საშუალებას არ მოგცემენ. ნუ ჩქარობთ მის დადანაშაულებას. გაესაუბრეთ მას და მომხდარის მისეული ვერსია მოისმინეთ. შესაძლოა მან თავის გამართლებაც მოახერხოს.

ღორი

თქვენ რაღაც მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებული ეჭვები გტანჯავენ. დაუჯერეთ შინაგან ხმას და სიტუაციის ყველა პლუსი და მინუსი შეაფასეთ. შესაძლოა, უბრალოდ ცოტა მეტი დრო გჭირდებათ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად გაიაზროთ და გაანალიზოთ.