ვირთხა

თხენ ჰონგის ვარსკვლავი ძალასა და ენერგიას შეგმატებთ, რისი წყალობითაც თქვენ ნებისმიერ გამოცდას გაუძლებთ და მოწოდების სიმაღლეზე იქნებით.

ხარი

ნუ გაჯიუტდებით, შეცვალეთ მოქმედების ტაქტიკა. დღეს მეტად დიპლომატიური უნდა იყოთ. საქმეების მოგვარებისას მეგობრების და თანამოაზრეების იმედი უნდა გქონდეთ.

ვეფხვი

იყავით მეტად მომთმენი და ნუ განაწყენდებით, თუ ყველაფერი ისე არ მოგვარდება, როგორც თავად გქონდათ დაგეგმილი. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებისას.

კურდღელი

დღეს მშვიდად მოაგვარებთ რთულ საკითხებსაც კი. შეიძლება თქვენს სასარგებლოდ მოგვარდეს დავის საკითხი, მაგრამ ფრთხილად იყავით და ყველგან შარს ნუ ეძებთ.

დრაკონი

შრომისმოყვარე დრაკონს წარმატება ელის. საოჯახო საქმეების მოგვარების პარალელურად არც შემოქმედებითი იდეების განვითარებას დაივიწყებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

გველი

მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას და საოჯახო პრობლემების მოგვარებას. ეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად აღკვეთოთ ნებისმიერი ნეგატივი, რათა თავიდან აირიდოთ ზედმეტი ნერვიულობა.

ცხენი

მოიცილეთ შიშები და მეტად თავდაჯერებულად იმოქმედეთ. კარგი დღეა საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. ნუ მოგერიდებათ პირად ურთიერთობაში ინიციატივის გამოვლენის.

თხა

ნუ ფიქრობთ, რომ ყველაფერში მხოლოდ თქვენ ხართ მართალი. ეცადეთ უფრო მომთმენი იყოთ სხვისი პრინციპებისა და შეხედულებების მიმართ. ჯანსაღი ურთიერთობა შეუძლებელია კომპრომისის გარეშე.

მაიმუნი

დღეს შესაძლოა საზოგადოებრივ საქმიანობაში ან მოხალისეობაში ჩართვის სურვილი გაგიჩნდეთ. კარგი იქნება თუ ამ სწრაფვას განახორციელებთ, რადგან ეს დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

მამალი

თქვენი გუნება-განწყობილება დღის მანძილზე შესაძლოა რამდენჯერმე შეიცვალოს. დღეს ოდნავ დაბნეული იქნებით, ამიტომ სწორი გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ.

ძაღლი

ისწავლეთ დამოუკიდებლად ცხოვრება და დაივიწყეთ წარსულის აჩრდილები. თქვენთვის ახალი ჰორიზონტები და შესაძლებლობები გაიხსნება.

ღორი

შესაძლოა პირად ცხოვრებასთან დაკავშრებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. კარგი იქნება, თუ რჩევისთვის ოჯახის წევრებს მიმართავთ.