ვირთხა

ვარსკვლავები გირჩევენ: ნუ გარისკავთ, სადაც საჭირო არ არის. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას და ნუ დაეხმარებით მათ, ვინც ამას არ გთხოვთ. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს.

ხარი

მეტად გამოავლინეთ თქვენი ერუდიცია და შესაძლებლობები. კარგი დღე ელით ამ ნიშნის იურისტ და პროგრამისტ წარმომადგენლებს. იდეები ჯერ განახორციელეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოუყევით გარშემომყოფებს.

ვეფხვი

ჩანაფიქრის განხორციელების დღეა. იყავით დაკვირვებული ფინანსური საკითხების მოგვარებისას. ზედმეტად ნუ გაანებივრებთ ნურც საყვარელ ადამიანს და ნურც შვილებს.

კურდღელი

ენერგიული ხართ და ბარიერების გადალახვა არ გაგიჭირდებათ. შეიძლება თქვენმა ზედმეტმა თავისუფლებამ გარშემომყოფები გააღიზიანოს. ეცადეთ, აგრესიულობამ ახლობლებთან ურთიერთობა არ გაგიფუჭოთ.

დრაკონი

წარმატების მისაღწევად დღეს მაღალ თანამდებობაზე მყოფსაც კი უბრალო მუშასავით მუშაობა მოუწევს. ურთიერთობაში ნუ გარისკავთ იმით, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია.

გველი

დან ლონგის ვარსკვლავის გავლენის გამო დღეს პირველ პლანზე თქვენი სიჯიუტე გამოვა. თქვენ ბოლომდე იქნებით დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში და არ იქნებით განწყობილი დათმობისკენ, რამაც შესაძლოა მცირე კონფლიქტიც გამოიწვიოს.

ცხენი

დილა ფიზიკური აქტიურობით დაიწყეთ. კარგი დღეა სარეკლამო საქმიანობის და არაორდინარული იდეების განსახორციელებლად. შეიძლება კონკურენტებმა თქვენზე ჭორები გაავრცელონ.

თხა

დროს ნუ დაკარგავთ! დილიდან შეუდექით ვალდებულებების შესრულებას. საქმიან ნიშნებს მეტი დაკვირვება გმართებთ, ასე რომ თავი შეიკავეთ დაუფიქრებელი ნაბიჯისგან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ გადაიღალოთ.

მაიმუნი

შესაძლოა სხვისი ფინანსური პრობლემებით დაკავება მოგიწიოთ, თუმცა კარგი იქნება, თუ ამისგან თავს შეიკავებთ, რადგან უახლოეს მომავალში ანალოგიური პრობლემები შესაძლოა თქვენც გაგიჩნდეთ.

მამალი

ცოტა მეტად გააქტიურდით სასურველის მისაღწევად და ნურც გავლენიანი ადამიანების შეწუხება მოგერიდებათ. პირად ცხოვრებაში მცირე პრობლემებია მოსალოდნელი, რადგან პარტნიორისგან შეიძლება ეჭვიანობა და შურიც კი იგრძნოთ.

ძაღლი

ფონგ კაოს ვარსკვლავის პოზიტიური გავლენის წყალობით დღეს საკმაოდ წარმატებული დღე გელით. თქვენ მოიცილებთ ყველა დაბრკოლებას, რომელიც ხელს გიშლით მიზნის მიღწევაში.

ღორი

აზარტული და ენერგიული ხართ. მოიმატებს გართობისა და თავგადასავლების სურვილი, თუმცა ამისგან სჯობს თავი შეიკავოთ. არ დაარღვიოთ კანონი და ზედმეტი თავისუფლების გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება ახლობლებთან.