ვირთხა

იყავით მომთმენი ძალიან ჯიუტ ადამიანთან კამათისას. კარგი იქნება თუ ძალების აღსადგენად სახლში დარჩებით და კარგ ფილმს უყურებთ. ხანდახან საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ის არის, რაც ნამდვილად გჭირდებათ დასამშვიდებლად.

ხარი

იყავით ყურადღებიანი გარშემომყოფების მიმართ. ერთგული კოლეგების დახმარებით არ გაგიჭირდებათ საქმეების მოგვარება. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ თავგადასავალს გიმზადებთ.

ვეფხვი

დღეს ფორტუნა გწყალობთ. თავდაპირველად თქვენი საქმეები მოაგვარეთ და ნუ მოცდებით სხვების პრობლემებზე. საღამოს სჯობს განმარტოვდეთ და დრო საკუთარი თავის მოვლას დაუთმოთ.

კურდღელი

დღე პოზიტიურად ჩაივლის, თუ არ ეცდებით საკუთარ თავში ნაკლოვანებების ძებნას და მომხდარში საკუთარი თავის დადანაშაულებას. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად გამოხატეთ სიყვარული.

დრაკონი

იდეებით აღსავსე ხართ და მათი განხორციელება არ გაგიჭირდებათ, თუმცა, იყავით ყურადღებით, არავინ მოგატყუოთ. ნუ იქნებით ყველასთან გულახდილი.

გველი

ვალდებულებით დატვირთული დღე გელით. იყავით მეტად პოზიტიური და მაშინ გარშემომყოფებთან ურთიერთობა აუცილებლად გაგიუმჯობესდებათ.

ცხენი

დღეს ახლობლებთან მცირე დაპირისპირებაა მოსალოდნელი, თუმცა ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ დამთავრდება. ვარსკვლავები გირჩევენ ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ მეტად გულისხმიერი იყოთ.

თხა

ნუ ელით, რომ თქვენს ფინანსურ პრობლემეს მეგობრები მოაგვარებენ, თუნდაც მათი მხრიდან ამის შემოთავაზება იყოს. შედეგად შესაძლოა მათთან ურთიერთობა სერიოზულად გართულდეს.

მაიმუნი

ნუ ჯიუტობთ და ისწავლეთ საკუთარი შეცდომების აღიარება. ურთიერთგაგებისკენ და დიალოგისკენ სწრაფვით ბევრად მეტს მიაღწევთ.

მამალი

მოგიწევთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ძალიან გაღიზიანებთ. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, მისგან ბევრ საინტერესოს შეიტყობთ. მთავარია - მას ყურადღებით მოუსმინოთ.

ძაღლი

თანამშრომლებთან კომუნიკაციისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღის ბოლოს მოსალოდნელია იღბლიანი შეხვედრა, რომელიც შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

ღორი

ძალღონეს ნუ დაიშურებთ, რომ ოჯახური კონფლიქტები თავიდან აირიდოთ. უმჯობესი იქნება ჯანმრთელობაზე თუ გაამახვილებთ ყურადღებას და ჯანსაღად ცხოვრებას დაიწყებთ.