ვირთხა

მთვარის გავლენა გააძლიერებს თქვენს ბუნებრივ ნიჭს და დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში ისეთ სფეროებში, რომელზეც მანამდე არც გიფიქრიათ.

ხარი

სასიამოვნო სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. მარტივად მიიღებთ იმას, რაც გსურდათ. ფორტუნა თქვენს მხარეზეა და ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

ვეფხვი

წარმატებული დღე გელით. მოულოდნელობები სასიამოვნოდ შეგიცვლიან ცხოვრებას. ელოდეთ სიურპრიზებსა და საჩუქრებს. ზოგიერთი სურვილის ასასრულებლად ფულის ხარჯვა მოგიწევთ.

კურდღელი

მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების და საბინაო საკითხების მოგვარებას. შეიძლება მშობლების მითითებების შესრულება მოგიწიოთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

დრაკონი

კარგი დღეა ცვლილებებისთვის. ეს შეიძლება იყოს ცხოვრების სტილი ან პროფესია. მიზანმიმართულად იმოქმედეთ. გადახედეთ პარტნიორულ ურთიერთობასაც. ცვლილება აქაც შესაძლებელია.

გველი

სასიამოვნო მომენტებით აღსავსე დღე იქნება, მაგრამ გარჯაც და ხარჯიც გელით. თუ იცით, რა მიზნისთვის იბრძვით, ყველა დაბრკოლებას გადალახავთ. წარმატებული დღე ელით სამედიცინო სფეროს მუშაკებს.

ცხენი

ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან და თანამოაზრეებთან. პირიქით, გააუმჯობესეთ ურთიერთობა მათთან, ვისთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ. საღამოს სჯობს განმარტოვდეთ და მომავლის გეგმები დასახოთ.

თხა

დღეს შეიძლება გარშემომყოფების ქცევამ გაგაღიზიანოთ, ამიტომ ეცადეთ უფრო თავშეკავებული იყოთ. ამ ნიშნის ზოგიერთს წარმომადგენელს საინტერესო ნაცნობობა ელის, რომელიც მომავალში ხანგრძლივ მეგობრობაში გადაიზრდება.

მაიმუნი

მარტოს პრობლემებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. გვერდით ისეთი ადამიანი უნდა გყავდეთ, ვისი იმედიც ყველა სიტუაციაში გექნებათ. შეიძლება დაგჭირდეთ ადვოკატის ან სამეგობროს დახმარება.

მამალი

კარგი დღეა საყიდლებისთვის. შეიძლება იმაზე მეტი დახარჯოთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. არ დაგენანოთ ფული ჯანმრთელობაზე.

ძაღლი

დღეს თქვენში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა გაძლიერდება. ნებისმიერი შეზღუდვა თქვენთვის მიუღებელი იქნება. ახლობლებს ამაზე უარყოფითი რეაქცია ექნებათ, ამიტომ კარგი იქნება, თუ მათ აზრსაც გაითვალისწინებთ.

ღორი

დილიდან ამაღლებულ განწყობაზე იქნებით და ცვლილებებსაც მშვიდად შეხვდებით. ზოგიერთს კარდინალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, თუმცა ზედმეტი რისკი და ეგზალტირებულობა საჭირო არაა.