ისტორიულ ძიანგსის პროვინციაში ჩაის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. რომელიც 29 მაისს დაიწყო და 31-ის ჩათვლით გაგრძელდა, რომელიც ძიუძიანგის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ჩინეთის ჩაის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული.

ფესტივალის ძირითადი მიზანია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ჩაის კულტურის გაცნობა და ჩაის მოყვარულების ერთად შეკრება. ღონისძიებამ საშუალება მისცა ყველა მონაწილეს უკეთ გაცნობოდა ძიუძიანგის ჩაის სხვადასხვა ბრენდს.

ცერემონია ძიუძიანგის მერმა სიე იფინგმა გახსნა. მან თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ძიანგსის პროვინციას მიმდინარე მოვლენებს, მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობასა და ძიუძიანგის უნიკალურ ჩაის.

"ეს ჩემთვის დიდი პატივია, რადგან „2019 წლის, ძიუძიანგის საერთაშორისო ჩაისა და მინერალური წყლის ფესტივალს“ ესწრებიან გამორჩეული სტუმრები.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის საქალაქო კომიტეტის, მუნიციპალური სახალხო მთავრობის სახელით, 5.2 მილიონი ძიუძიანგელის ხალხის სახელით, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა აქ ჩამოსულ სტუმარს.

ულამაზესი მთებისა და სუფთა წყლის მეშვეობით, აქ იწარმოება მაღალხარისხიანი ჩაი და მინერალური წყლები.

ათასი წლის განმავლობაში, ძიუძიანგი იყო გამორჩეული მთიანი ადგილი, რომელსაც მუდმივად ჰქონდა აყვავებული ჩაის მრეწველობა. ძიუძიანგის ჩაი ხანგრძლივი ისტორიის მოწმე გახდა. ისტორიული ძიუძიანგი ცინის დინასტიაში იწოდებოდა, როგორც ქვეყანა, ხოლო ხანის დინასტიაში, როგორც ქალაქი. მინგის და ცინის დინასტიების დროს, აქ იყო სამი ძირითადი ჩაისა და, ოთხი სახეობის ბრინჯის ბაზარი. ქალაქში ცნობილია მწვანე და შავი ფერის ჩაი. „Lushan Yunwu Tea” - ეს არის ძიუძიანგის ყველაზე ცნობილი ჩაის სახეობა, რომელიც ჩინეთის ათ საუკეთესო ჩაის სახეობაშია შესული. ჩინელმა ცნობილმა რევოლუციონერმა ჭუ დემ, თავის პოემაში თქვა: „Lushan Yunwu Tea”, გემოვნება - ძლიერი და ცხარე...

მერმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ასევე ძიუძიანგის უნიკალურ ბუნებას, მის ტოპოგრაფიას, სტატისტიკის მიხედვით, ლუშანის მთის ტერიტორიაზე 22 ჩანჩქერი, 18 ნაკადული და 14 ტბაა..

"ნინხონგის ჩაი ჩინეთში ერთ-ერთი უძველესი ჩაის სახეობაა, 1915 წელს, პანამაში გამართულ მსოფლიო ექსპოს დაჯილდოვებაზე მას მიენიჭა „ ყველზე ღირებული ჩაის“ რეპუტაცია.

ძიანგსის პროვინცია არის ადგილი, სადაც შეხვდებით მსოფლიოში აღიარებულ ჩაის სახეობებს. არა ერთი პოეტის თვითშეფასების საგანი გახდა უნიკალური ძიუძიანგის ჩაი და მინერალური წყლები.

ძიანგსის პროვინციაში, ქ. ძიუძიანგში ერთიანდება ჩინეთის უმსხვილესი მდინარე Yangtze და ჩინეთის უმსხვილესი ტბა Poyang, რომელიც ქალაქის ერთ მეხუთედს ითვლის.

"ჩინური ტრადიციული კულტურის მიხედვით თვლიან, რომ „მთას და წყალს იღბალის მოტანა შეუძლია, ხოლო ამ წყლის შეგროვებას კი სიმდიდრის“.

დღეს, ძიანგსის პროვინციის სიცოცხლისუნარიანობა დაჩქარებულია, ეკონომიკისა და საზოგადოების სწრაფად განვითარების ტემპი შესამჩნევია. გასულ წელს, ქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტი 2017 წლის მონაცემებით ტოპ 100 ქალაქს შორის იყო, ხოლო მომდევნო წლების მანძილზე ძიუძიანგის მთლიანი შიდა პროდუქტი 9,1%-ით გაიზარდა, რაც რეგიონში ყველაზე დიდი ზრდის მაჩვენებელია. ყოველდღიურად იზრდება ძიუძიანგის ეკონომიკური აქტივობა. დღეისათვის ძიუძიანგის ცენტრალურ ურბანულ ტერიტორიაზე 1 მილიონზე მეტი ადამიანია დასახლებული. გასულ წელს, ცენტრალური ურბანული ნაწილის ფართობი 20,000-ით გაიზარდა. მეორე მხრივ, ადგილობრივ და უცხოურ სავალუტო დაწესებულებებში დეპოზიტებისა და სესხების ბალანსმა 361.4 მილიარდ იუანს მიაღწია. რაც 14.8% -ითა და 25%-ით გაიზარდა, ბოლო 10 თვის განმავლობაში.

ქალაქში იზრდება პროექტების მოცულობაც, გასულ წელს ქალაქმა 397 პროექტი წარადგინა, რაც 20 მილიონ იუანზე მეტი ინვესტიციას მოიცავს. ინვესტიციების რაოდენობით ძიუძიანგი პირველ ადგილზეა პროვინციაში. ფიქსირებული ინვესტიციები 12.3%-ით გაიზარდა".

მერმა მადლობა გადაუხადა დამსწერე საზოგადოებას, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ სტუმრებს და ხაზი გაუსვა მეგობარ ქვეყნებთან სამომავლო ურთიერთობებს, ასევე, ტურიზმისა და ჩაის ინდუსტრიის განვითარებას.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: