ვირთხა

გარშემომყოფთა რჩევების გათვალისწინება დღეს არ იქნება გამართლებული. ამ ნიშნის წარმომადგენლები უპირატესობას საკუთარი ჭკუით მოქმედებას ანიჭებენ და დღეს ეს ყველაზე სწორი სტრატეგია იქნება.

ხარი

ეცადეთ, სითამამესა და სიგიჟეს შორის „ოქროს შუალედი“ შეინარჩუნოთ. კარგი დღეა პირად ურთიერთობებში ახალი ბარიერების გადასალახავად. ფორტუნა თქვენს მხარეზეა, ასე რომ ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ!

ვეფხვი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დღეს შესაძლოა გართულდეს ფინანსური საკითხების გამო. ყველანაირად შეეცადეთ მშვიდად და დიპლომატიურად მოაგვაროთ შექმნილი სიტუაცია, რათა უთანხმოება სერიოზულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

კურდღელი

დღეს ნუ იქნებით აგრესიული, ჯიუტი და ემოციური. კარგი დღეა ფლირტისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

დრაკონი

გართობასა და სერიოზულ გატაცებას შორის არჩევანი უნდა გააკეთოთ. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

გველი

ტრუონ სინის ვარსკვლავი გააძლიერებს თქვენს მიდრეკილებას რისკისა და იმპულსურობისკენ, თუმცა სჯობს დაფიქრდეთ, რამდენად გიღირთ გარისკვა მოჩვენებითი მიზნის გამო.

ცხენი

ვარსკვლავები გირჩევენ დღეს თავი შეიკავოთ ნებისმიერი ინიციატივის გამოჩენისგან. შესაძლოა ინტერესების დაცვა კონფლიქტითაც მოგიწიოთ, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მოთმინება.

თხა

მოერიდეთ ეჭვიანობასა და უარყოფითი ემოციების გამოხატვას. დღეს მაქსიმალურად თავდაჭერილი უნდა იყოთ. სხვა დღისთვის გადადეთ ნებისმიერი გარიგება. განსაკუთებით, თუ საქმე ავტომობილს ან უძრავ ქონებას ეხება.

მაიმუნი

მოერიდეთ ახალგაცნობილებთან დამეგობრებას, ინტიმურ ურთიერთობას ან საქმიანი დოკუმენტების გაფორმებას. თუ აუცილებელი არაა, ექიმთან მისვლა ან ქირურგიული ჩარევა სხვა დღისთვის გადადეთ.

მამალი

მაქსიმალურად მოერიდეთ სარისკო ქმედებებს და დაუგეგმავ საყიდლებს. ფინანსური ოპერაციებისას მეტი დაკვირვება გმართებთ. ეცადეთ, საქმიანი და რომანტიკული ურთიერთობა არ აურიოთ ერთმანეთში.

ძაღლი

იდეალური გეგმა გაქვთ, მაგრამ თქვენი აქტიურობის გარეშე ის ვერ განხორციელდება. იყავით თამამი და კრეატიული. დღეს უნდა დაძლიოთ სიზარმაცე და შიში, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოთ.

ღორი

დღეს საქმეებსა და პასუხისმგებლობას სხვას ვერ გადააბარებთ. ჭირვეულობასა და განწყობას აყოლილი, მოერიდეთ იმპულსურ ქმედებას. აგრეთვე, კონფლიქტურ სიტუაციას მშობლებთან ან უფროსთან.