ვირთხა

იმპულური მოქმედება დღეს არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით სახიფათოა სხვის კონფლიქტში ჩარევა, თუნდაც შემრიგებლის ფუნქციით.

ხარი

რბილი ხასიათის მქონე ადამიანებს ხშირად უჭირთ გაბრაზების გამოხატვა, მაგრამ თუ გამოავლინეს, ძირფესვიანად შეცვლიან არსებულ სიტუაციას. უფრთხილდით ასეთ ადამიანებს და იცოდეთ როდის უნდა გაჩერდეთ.

ვეფხვი

იღბლიანი დღეა. იყავით დარწმუნებული თქვენს შესაძლებლობებში. საინტერესო ადამიანები ყოველდღიურ დავალებებთან გამკლავებაში დაგეხმარებიან. კარგი დღეა სოციალური შეკრების მოსაწყობად.

კურდღელი

დროა დაისვენოთ ყოველდღიური რუტინისგან. ცვლილებების განხორციელება უბრალოდ დამოკიდებულების შეცვლითაც შეგიძლიათ. კარგი კომუნიკაცია და ვალდებულების შესრულების სურვილი თქვენს ინტერესებში შედის.

დრაკონი

ჯგუფური მუშაობა დღეს უფრო წარმატებული იქნება. იდეალური დღეა კრეატიული ადამიანისთვის რჩევის საკითხავად. სოციალური შეკრებები და წვეულებები იმაზე მეტის მომცემი იქნება, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ.

გველი

დღეს საკმაოდ ცვალებადი ხასიათი გექნებათ. ნუ მიეცემით იმედგაცრუებას, თუ საქმე ისე არ გამოვიდა, როგორც თქვენ გსურდათ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავიდან აირიდეთ უსარგებლო დრამა.

ცხენი

ძალღონეს ნუ დაიშურებთ ნებისმიერი გადადებული საქმის მოსაგვარებლად. გადახედეთ, დაგეგმეთ და კარგი ორგანიზება გაუკეთეთ თქვენს მიზნებს. ადამიანებს თქვენი დახმარების სურვილი ექნებათ და საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მათ მიმართოთ.

თხა

თავიდან აირიდეთ კრიტიკოსები და რთული ხასიათის მქონე ადამიანები. ისინი მხოლოდ გააფუჭებენ თქვენს საქმეს და მოტივაციას დაგიკარგავენ. კარგი დროა აქტიურობისთვის. მთავარია იყოთ გულწრფელი და საკუთარ თავთან ბოლომდე მართალი დარჩეთ.

მაიმუნი

ენერგიული და იღბლიანი დღე გელოდებათ. ცადეთ ყველაფერი ახალი და ნუ შეგეშინდებათ იმის, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენთ საზოგადოებაზე.

მამალი

შესაძლოა საკმაოდ აგრესიულ და დაძაბულ ენერგიასთან მოგიწიოთ გამკლავება. დაფიქრდით, ეს საკუთარ თავში გაურკვევლობის ბრალია, თუ ამ საკითხში გარეშე პირიც არის გარეული. სწორედ ამის შემდეგ მოახერხებთ სწორი გამოსავლის ნახვას.

ძაღლი

ვან სუონგის ვარსკვლავის გავლენის გამო შესაძლოა გარემოს შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ და ეს სურვილი საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ ამ მიმართულებით აქტიური მოქმედება დაიწყოთ.

ღორი

კრეატიული იდეების მოზღვავებას იგრძნობთ. მთავარია ამის პრაქტიკაში განხორციელება შეძლოთ. არჩევანი თქვენზეა. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ თავად უნდა მიიღოთ.