ჩინეთის ძიანსის პროვინციაში 210 კონდიტერისგან შემდგარი ჯგუფი 3 188 მეტრის სიგრძის ხილის ტორტის გამოცხობისთვის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა .

China News-ის ინფორმაციით ტორტი პურის ტურისტული ფესტივალის ფარგლებში გამოაცხვეს.

დესერტი სახელწოდებით "ჩინეთის დრაკონი" სიგრძეში 3 188 მეტრი იყო, 6 სანტიმეტრის სიგანის და 10 სანტიმეტრის სიმაღლის.

გინესის წიგნში შესული გასული რეკორდი 3018 მეტრის სიგრძის ტორტი იყო, რომელიც იტალიაში დაამზადეს.

ჩინეთში ტორტის გამოცხობას გინესის წარმომადგენელი ესწრებოდა და ღონისძიების ორგანიზატორს სპეციალური სერთიფიკატი გადასცა.

"ჩინეთის დრაკონის" გამოცხობას 45 600 კვერცხი, 912 კგ შაქარი 1600 კგ ხილი 1026 კგ ფქვილი და 2650 კგ რძე დასჭირდა. ტორტის ჯამური წონა 8 ტონა იყო.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: