ვირთხა

ვარსკვლავების გავლენა თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითი იქნება. კარგი ტონუსი და ოპტიმისტური განწყობა გარანტირებული გაქვთ. თქვენ ნებისმიერ სირთულეებს ადვილად გაუმკლავდებით.

ხარი

დღეს მოვლენების დამკვირვებლად უფრო გამოდგებით, ვიდრე მონაწილედ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისადმი.

ვეფხვი

ახალი საქმეების დაწყებისას საკუთარი თავის იმედი მეტად უნდა გქონდეთ, ვიდრე პარტნიორის. თქვენი დახმარება შეიძლება მეგობრებს დასჭირდეთ და უარი არ უთხრათ.

კურდღელი

დღეს ფიზიკურად ნუ გადაიტვირთვებით. დახმარებისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდება.

დრაკონი

წარმატების მისაღწევად წყვილში ან კოლექტივთან ერთად უნდა იმუშაოთ. კარგი დღე ელით სარეკლამო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. საღამო ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარეთ.

გველი

თქვენს ცხოვრებაში ახალი გატაცების გაჩენაა მოსალოდნელი. დიდი ალბათობით, ეს სასიყვარულო გატაცება იქნება. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.

ცხენი

დღეს შესაძლოა ისეთი რაღაცეების სწავლა და გაკეთება მოგიწიოთ, რაც უახლოეს მომავალში კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

თხა

კარგი დღეა ინიციატივის გამოსავლენად და თანამოაზრეებთან ერთად ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე, მიზნის მისაღწევად ხანმოკლე კავშირის დასამყარებლად.

მაიმუნი

კარგი დღეა ვალების გასასტუმრებლად. დღეს ასევე თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა ახალი, სიანტერესო ადამიანი გამოჩნდეს.

მამალი

ფრთხილად იყავით! მხიარული განწყობა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. ნუ დახარჯავთ ბევრს, თუნდაც ეს დიდ სიამოვნებას განიჭებდეთ, რადგან ამის დრო ჯერ არ დამდგარა.

ძაღლი

ახალი საქმეები ერთგულ და გამოცდილ პარტნიორებთან ერთად უნდა დაიწყოთ. თუ დაქორწინებული ხართ, მეუღლის დახმარების იმედი გქონდეთ.

ღორი

ახალ გარემოსა და სიახლეებს სწრაფად შეეგუებით. კარგი დღეა ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან.