ვირთხა

არავის მისცეთ უფლება თვალში ნაცარი შეგაყარონ. მიენდეთ საკუთარ ინტელექტს და ისწავლეთ ადამიანებში მათი ნამდვილი სახის დანახვა. არსებობს რისკი, რომ ზოგიერთები დღეს შეეცდებიან თავი სხვა ადამიანებად მოგაჩვენონ.

ხარი

თქვენი ყველაზე დიდი შიშები უდიდეს იმედებად იქცევა, გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და შედეგსაც მალევე დაინახავთ. მნიშველოვანია სამომავლოდ კონკრეტული მიზნები დაისახოთ.

ვეფხვი

ოჯახური და მეგობრული შეკრებებისთვის იდეალური დღეა. ტრადიციების მიმართ თქვენი სიყვარული დღევანდელ დღეს დაუვიწყარს გახდის. თქვენს საყვარელ ადამიანთან წყნარი საღამო დღის საუკეთესო ნაწილი იქნება.

კურდღელი

დღეს თქვენი სიჯიუტე პრობლემური იქნება. მშვიდი და უფრო დამთმობი თუ იქნებით, თქვენის უკეთესია. დრო კრეატიულ და ორიგინალურ ადამიანებთან გაატარეთ. დაგეგმეთ მოგზაურობა ან პიკნიკი. რაც უფრო აქტიური იქნებით, მით უკეთესი.

დრაკონი

გარშემომყოფებთან ურთიერთობას დღეს დიდი მნიშვნელობა ექნება, ამიტომ ახალი კონტაქტებისთვის გახსნილი უნდა იყოთ. ისინი ახალ საინტერესო იდეებს გაჩუქებენ.

გველი

ეს ის პერიოდია, როცა კონფლიქტები გაბნევთ და სტრესულ მდგომარეობაში გაგდებთ. ყველა მდგომარეობიდან გამოსავალი ისევ თქვენში იმალება. მთავარია, საკუთარ გონებაში მათი აღმოჩენა შეძლოთ.

ცხენი

ახალ სიტუაციაში ორიენტირების და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი დღეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თავდაჯერებულობა ნამდვილად არ გაკლიათ, საჭიროა მხოლოდ ოდნავ მეტი დიპლომატიურობის გამოჩენა, და მაშინ ყველას მოხიბლავთ.

თხა

დღეს კარგი იქნება, თუ დიდი შეკრების ინიციატორი იქნებით, დაახლოვებთ ადამიანებს ერთმანეთთან და სულ მცირე საჩუქარს საკუთარ თავსაც გაუკეთებთ. თქვენი ბედნიერება სხვებსაც კარგ განწყობაზე დააყენებს. რაც უფრო მეტად იზრუნებთ საკუთარ თავზე, მით მეტის გაცემას შეძლებთ სხვებისთვის.

მაიმუნი

ნუ ფიქრობთ, რომ ყველაფერში მხოლოდ თქვენ ხართ მართალი. სხვების პრინციპების და შეხედულებების მიმართ უფრო შემწყნარებლური პოზიცია უნდა დაიკავოთ. გარშემომყოფებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება კომპრომისების გარეშე შეუძლებელია.

მამალი

ფრთხილად უნდა იყოთ ჭორებთან. ასევე შესაძლოა დიდ რისკზე წახვიდეთ მაშინ, როცა არ გაქვთ მისი სწორად წარმართვის გარანტია. დარწმუნდით რომ დანაკარგისთვის მზად ხართ. სპორტი, ფილმები, მუსიკა ადამიანებს აერთიანებს, ამიტომ ეცადეთ დრო სწორედ ამ აქტივობებში დახარჯოთ.

ძაღლი

თქვენი ყველაზე დიდი შიშები უდიდეს იმედებად იქცევა. გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და შედეგსაც მალევე დაინახავთ. მნიშველოვანია სამომავლოდ კონკრეტული მიზნები დაისახოთ.

ღორი

საუკეთესო დღეა ყველა დაწყებული საქმის დასრულებისთვის. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა და საქმეს შეუდექით. მეგობრული გარემო და ჯგუფური პროექტები კარგად ჩაივლისს. შესაძლოა ემოციებმა საქმე შეაფერხოს, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს უფრხილდით. თქვენს საყვარელ საქმეს მეტი დრო დაუთმეთ და საღამო სასიამოვნო იქნება.