ვირთხა

შესანიშნავი დღეა თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად. თჰენ კის ვარსკვლავი დაგეხმარებათ ფარული ნიჭის გამჟღავნებაში და მის პრაქტიკულ გამოყენებაში. თქვენ თავადაც გაგიკვირდებათ, თუ რამდენი რამ შეგძლებიათ.

ხარი

დღეს მეტად დაკვირვებული და ფრთხილი უნდა იყოთ. შეიძლება წარსულში გაკეთებული კეთილი საქმე ბოროტულად შემოგიბრუნდეთ. მაღალია ოჯახური კონფლიქტის რისკი, ამიტომ ნუ მისცემთ საყვარელ ადამიანს ეჭვიანობის საბაბს.

ვეფხვი

დილით მეტად დაისვენეთ. შეიძლება სამეგობრო შეგეცვლოთ ან ზოგიერთ ახლობელთან გაწყვიტოთ კავშირი. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

კურდღელი

დილას ნუ დაგეგმავთ მგზავრობას ან საყიდლებზე გასვლას. დღეს მწარე სიმართლე უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე ტკბილი ტყუილი. თქვენი მთავარი მტერი სიზარმაცე და მოწყენილობაა.

დრაკონი

ნაკლები ყურადღება მიაქციეთ უსიამოვნო ფიქრებს, მომენტებს. აუცილებელი არაა, იდეალური იყოთ. რომანტიკული და სექსუალური სფეროები დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

გველი

ნუ ურევთ ერთმანეთში ფინანსურ საკითხბეს და ადამიანთან კარგ ურთიერთობას. დღეს ნუ ცდილობთ მეგობრებისგან ფულის სესხებას და არც მათ ასესხოთ, რადგან ახლო მომავალში ეს შეიძლება სერიოზული კონფლიქტით დასრულდეს.

ცხენი

თხან ლონგის ვარსკვლავის გავლენა გაიძულებთ გადადგათ ნაბიჯი მომავლისკენ, გასცდეთ ჩვეულ ჩარჩოებს და საკუთარი თავისთვის რაღაც ახალი აღმოაჩინოთ.

თხა

დღეს უმჯობესია, დაისვენოთ და თავი შეიკავოთ ახალი საქმეების დაწყებისგან. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოერიდეთ ფულის ხარჯვას, ექსტრიმს, ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას.

მაიმუნი

მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას შვილებთან და ოჯახის უფროს წევრებთან. საყვარელ ადამიანთან ფინანსების გამო არ იკამათოთ.

მამალი

ნუ ხართ პესიმისტურად განწყობილი, როცა ფინანსებსა და სიყვარულზე ფიქრობთ. საქმე არც ისე ცუდადაა. ფორტუნა თქვენს მხარეზეა და უახლოეს მომავალში თქვენი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება.

ძაღლი

შეიძლება საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწიოთ, რაც ცხოვრების ჩვეულ წესს შეგიცვლით. საღამოს განწყობას საინტერესო წიგნის კითხვა გაგიუმჯობესებთ.

ღორი

დღის პირველ ნახევარში ოდნავ დაძაბული სიტუაციაა მოსალოდნელი, თუმცა საღამოსკენ განწყობა უკეთესობისკენ შეგეცვლებათ. გაფრთხილდით, არავინ ჩაგითრიოთ ავანტიურაში. საყვარელმა ადამიანმა შესაძლოა ერთგულებაზე გამოგცადოთ.