ვირთხა

ფინანსებსა და მეგობრობას შორის მკაფიო ხაზი უნდა გაავლოთ. არ დაუშვათ, რომ მეგობრებმა დაიწყონ თქვენი ფინანსური პრობლემების გადაჭრა, თუნდაც ეს დახმარება მათ მიერ იყოს შემოთავაზებული.

ხარი

მიირთვით ვიტამინები, ოღონდ არა ტაბლეტების, არამედ ნატურალური პროდუქტის სახით. არ ღირს თავგანწირული მუშაობა. შეგიძლიათ მშვიდად დაისვენოთ და თუნდაც ერთი დღით დაივიწყოთ თქვენი შრომითი ვალდებულებების შესახებ.

ვეფხვი

საკუთარი მაგალითით თქვენ გამუდმებით უბიძგებდით ვიღაცას გმირობისკენ და მოტივაციას აძლევდით, რომ საერთო საქმისთვის ეშრომა, მაგრამ აშკარად დაიღალეთ. იმუნიტეტის გამაგრება - აი, რა გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად.

კურდღელი

არ დაუშვათ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ყველა გეგმა ჩაგეშალოთ. როგორც კი იგრძნობთ, რომ სიტუაციაზე კონტროლს კარგავთ, ტემპი დააგდეთ. შესაფერისი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გასარკვევად, რათა ეს კავშირი უფრო ჰარმონიული გახდეს.

დრაკონი

შესაძლოა ამ დღეს საყვარელ ადამიანს თქვენთვის რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის ან საიდუმლოს გამხელის სურვილი გაუჩნდეს. ეცადეთ, თქვენი რეაქციით საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.

გველი

გაორებული ხართ, რადგან თქვენს ერთ ნახევარს თავისუფლება, დასვენება და უსაქმურობა უნდა, მეორე ნახევარი კი შრომითი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. რომელს მიანიჭებთ უპირატესობას, თქვენი გადასაწყვეტია.

ცხენი

დღე დაძაბული და ნერვული იქნება. შესაძლოა ვინმემ თქვენი მოტყუება სცადოს. მიენდეთ საკუთარ ინტელექტს და ეცადეთ ადამიანებში დაინახოთ მათი ნამდვილი სახე, და არა ის, რადაც თავს ასაღებენ.

თხა

დაფიქრდით, რამდენად ადეკვატურია თქვენს მიერ შესრულებული სამუშაო თქვენს ხელფასთან. თუ მიიჩნევთ, რომ სადღაც ბალანსი დაირღვა, ეცადეთ, სამართლიანობა აღადგინოთ - რა თქმა უნდა, თუ ეს შესაძლებელია.

მაიმუნი

გირჩევთ, მკურნალობის არატრადიციულ მეთოდებს თავი დაანებოთ, რადგან ამ საქმეში გამოცდილი ადამიანის დახმარების გარეშე, შესაძლოა, ჯანმრთელობას ავნოთ. გახსოვდეთ, რომ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ.

მამალი

დასვენების და დღესასწაულის განწყობაზე ხართ, თუმცა ამის საუკეთესოდ ორგანიზება მხოლოდ თქვენს საყვარელ ადამიანს შეუძლია. თქვენი ამოცანაა, რომ მას ამის სურვილი გაუჩინოთ. მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას.

ძაღლი

ფულის საშოვნელად უნიკალური მეთოდების გამოგონება საჭირო არ არის. ამჟამად ყველაზე სანდო და გამართლებული იქნება მარტივი გზა. თქვენმა საყვარელმა ადამიანი თავი შესაძლოა მარტოსულად იგრძნოს. მის დამშვიდებას და მოფერებას მხოლოდ თქვენ შეძლებთ.

ღორი

ყველაფერი, რაც ამ დღეს თავს გადაგხდებათ, მხოლოდ უკეთესობისკენაა. წარმატება მაშინ მოვა, როცა ეს თქვენი სულიერი მდგომარეობისთვის ყველაზე მეტად იქნება აუცილებელი.