ვირთხა

მზის დადებითი გავლენა ოპტიმიზმსა და ენერგიას შეგმატებთ, რაც სხვა ადამიანებთან კარგი ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია სოციალური სტატუსის ამაღლება.

ხარი

დრო გარდერობის განახლებას და სახლის მოწყობას დაუთმეთ. არ არის აუცილებელი დიდი ხარჯების გაწევა. უბრალოდ გახადეთ თქვენი სახლი უფრო მყუდრო.

ვეფხვი

კრიტიკულად განწყობილი ადამიანები ან გეგმების უეცარი ცვლილება დისბალანსის გრძნობას გაგიღვივებთ. მოსალოდნელია მცირეოდენი გაუგებრობაც. გააკეთეთ თქვენი მაქსიმუმი, რომ გაუმკლავდეთ დღევანდელ პრობლემებს.

კურდღელი

იღბლიანი დღეა ნებისმიერი ახალი წამოწყებისთვის. ეს იქნება ახალი სამსახური თუ კრეატიული პროექტები. დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, თუმცა საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

დრაკონი

ნერვიულობა კარგს არაფერს მოგიტანთ. უმჯობესია საქმეს შეუდგეთ და შეცდომების გამოსწორება დაიწყოთ. სხვა თქვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

გველი

მოემზადეთ სასწაულისთვის. თქვენ ნებისმიერი წვეულების ყურადღების ცენტრში იქნებით. ახალი ნაცნობობა გელით, რომელიც თქვენი სამომავლო გეგმებისთვის მომგებიანი იქნება.

ცხენი

ტრუონგ შინის ვარსკვლავის გავლენა თქვენთვის ძლიერ ინტელექტუალურ სტიმულად იქცევა. თქვენ იამაყებთ საკუთარი გამჭრიახობით, რომელიც ბევრ სიტუაციაში დაგეხმარებათ.

თხა

მეგობრები შეძლებენ თქვენი განწყობის გაუმჯობესებას. დროა თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები შეიტანოთ. ენდეთ თქვენს ინტუიციას და თქვით ის, რასაც ფიქრობთ. ხანდახან სიმართლის თქმა ყველაზე მნიშვნელოვანია.

მაიმუნი

დამალული ბრაზი ან გულწრფელი გაუგებრობა საკმაოდ სერიოზული საუბრის მიზეზი გახდება. სიფრთხილე გამოიჩინეთ სიტყვებთან მიმართებაში და კარგად დაფიქრდით, სანამ თქვენს საბოლოო აზრს დააფიქსირებთ.

მამალი

მოთმენის უნარი ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ. დარწმუნდით, რომ ყველას სწორად აუხსენით თქვენი იდეები და მათთვის ნათელია თქვენი მიზნები.

ძაღლი

თქვენ შეგიძლიათ ყველაფრის გალამაზება. დღეს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა საყვარელ ადამიანებთან მაქსიმალურად გულწრფელი იყოთ. ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ შანსს და ესაუბრეთ მათ თქვენს სამომავლო გეგმებზე.

ღორი

დღევანდელი ენერგია კრეატიული იდეების მომტანია. ძალღონეს ნუ დაიშურებთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა.