ქალის ჯანმრთელობა და სილამაზე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. იმისათვის, რომ იყოთ მოვლილი და ენერგიული, საჭიროა ყოველდღიური რაციონის რამდენიმე წესის დაცვა. გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელიც ეხმარება ქალებს წლების მანძილზე შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და სილამაზე.

1 რძის პროდუქტები

.

.

ბუნებრივი სილამაზით და ლამაზი ტანით განთქმული ფრანგი ქალების რაციონის ძირითად ნაწილს ყველი და იოგურტი წარმოადგენს. რძის პროდუქტების ძირითად მიკროელემენტი -კალციუმია. ის აუცილებელია ორგანიზმისთვის კბილების, თმების და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის. გარდა ამისა, კალციუმი ამაგრებს ძვლებს. მისი ნაკლებობის შემთხვევაში ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები იჩენს თავს. თუ რძის პროდუქტები არ გიყვართ, საკუთარ რაციონში ტოფუ და ნიგოზი შეიყვანეთ, რადგან ეს პროდუქტებიც მდიდარია კალციუმით.

2 წითელი თევზი

.

.

თევზის ცხიმიანი სახეობები ქალის სიჯანსაღისთვის შეუცვლელ ომეგა-3 მჟავებს შეიცავენ. სწორედ ეს ნივთიერებაა პასუხისმგებელი კანის ელასტიურობაზე და სიმკვრივეზე და იცავს უჯრედების მემბრანას დაზიანებისგან. ამგვარად, თუ თქვენს რაციონში წითელი თევზი გაჩნდება, ნაადრევი ნაოჭების გაჩენის პრობლემას დაივიწყებთ და სახის ლამაზ ოვალს შეინარჩუნებთ. დიეტოლოგები ურჩევენ ქალებს, რომ ორაგული ან ღურკანა კვირაში მინიმუმ ორჯერ მიირთვან.

3 C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები

.

.

კივი, ციტრუსები, შტოში და ბულგარული წიწაკა - ესენია მთავარი პროდუქტები ქალის სილამაზისთვის. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც პასუხისმგებელია კანის სიჯანსაღეზე. ასევე, C ვიტამინი მონაწილეობს იმუნური და ნერვული სისტემების მუშაობაში, რითაც ამაღლებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს.

4 ბროკოლი

.

.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ В ჯგუფის ვიტამინების მაღალი შემცველობის წყალობით, ბროკოლი სასიკეთო გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და ხელს უშლის ორგანიზმში მავნე ბაქტერიების გამრავლებას. ამ ბოსტნეულის რეგულარული მიღება აუმჯობესებს ორგანიზმის მუშაობას და ახანგრძლივებს მის ახალგაზრდობას. ქალებისთვის ბროკოლის მიღება კვირაში მინიმუმ ორჯერ არის რეკომენდირებული.

5 მწარე შოკოლადი

.

.

დაუჯერებელი ფაქტია, მაგრამ შოკოლადი ქალებისთვის სასარგებლო და საჭირო პროდუქტს წარმოადგენს. ის შეიცავს მაგნიუმს, მანგანუმს, სპილენძს, თუთიას და ფოსფორს - ყველა ეს მინერალი პასუხისმგებელია ძვლის ქსოვილის გამაგრებაზე და ხელს უწყობს ჰორმონალური ფონის ნორმალიზებას. მიუხედავად ამისა, ექიმები ურჩევენ ქალებს, რომ მწარე შოკოლადის მაქსიმალურმა რაოდენობამ დღეში მხოლოდ 25 გრამი უნდა შეადგინოს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: