ცნობილი ჩინური ბრენდის Xiaomi-ს სმარტფონები ბევრისთვის არის ცნობილი და მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საკუთარი სწრაფი და მდგრადი განვითარებით კომპანია მთელ მსოფლიოს აოცებს. კრიტიკისა და სარისკო გადაწყეტილებების მიუხედავად, შვიდ წელიწადში Xiaomi მოკრძალებული სტარტაპიდან ჩინეთში ელექტრონიკის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად გადაიქცა.

კომპანიის შოურუმი

კომპანიის შოურუმი

.

.

FOR YOU გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ კომპანიის შესახებ:

1 კომპანია Xiaomi პროგრამული უზრუნველყოფით დაიწყო

კომპანიის დამფუძნებელია ჩინელი ლეი ძიუნი, რომელმაც კომპანია 2010 წლის გაზაფხულს დაარეგისტრირა. მცირე დროის შემდეგ Xiaomi-მ IT-ტექნოლოგიების ბაზარს საკუთარი პირველი პროდუქტი MIUI შესთავაზა. აღნიშნულმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ, საკუთარი ფუნქციონალურობისა და ადვილი გამოყენების წყალობით, პოპულარობა საკმაოდ სწრაფად მოიპოვა. საოცარი წარმატების შემდეგ Xiaomi-მ შეძლო საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა სხვადასხვა მოწყობილობებში და გაჯეტებში. დღეისთვის MIUI-ს დაყენება სხვადასხვა მიმართულების 200-ზე მეტ თანამედროვე დივაისზეა შესაძლებელი.

2 Xiaomi „ჭკვიანი ტელეფონების“ მეხუთე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში და მესამე - ჩინეთში

პირველი სმარტფონი კომპანიამ 2011 წლის აგვისტოში გამოუშვა და მისი ფასი 300 დოლარს შეადგენდა. კომპანიისთვის ეს ოქროს ხანა იყო. ის ბაზარზე წელიწადში ერთ სმარტფონს უშვებდა და აქტიურად იყო დაკავებული საკუთარი მოწყობილობების გაუმჯობესებით. დღეს კომპანია წელიწადში 70 მილიონ სმარტფონს ყიდის, თუმცა ეს ციფრი მუდმივად იზრდება.

ოფისში განთავსებული საცალო გაყიდვების მაღაზია

ოფისში განთავსებული საცალო გაყიდვების მაღაზია

3 Xiaomi არ არის დაკავებული უშუალოდ წარმოებით

მიუხედავად იმისა, რომ Xiaomi-ს ბრენდით ტელეფონების უზარმაზარი რაოდენობის მოდელი გამოდის, კომპანიას არ გააჩნია საკუთარი საწარმო სიმძლავრეები. საკუთარი პროდუქციის წარმოებისთვის კომპანია შემდეგ სქემას იყენებს: ის აგროვებს წინასწარ შეკვეთებს საკუთარი საიტიდან და სხვა სანდო წყაროებიდან, რის შემდეგაც უგზავნის საკუთარ შეკვეთას საჭირო რაოდენობის მოწყობილობების აწყობაზე აღჭურვილობის ერთ-ერთ ორიგინალურ მწარმოებელს. მობილური ტექნიკის წარმოების ამგვარი სარფიანი სქემის წყალობით კომპანია ახერხებს იმას, რომ მისი პროდუქტის ფასს პრაქტიკულად თვითღირებულების დონეზე ინარჩუნებს, რაც ძალიან მოსწონს მის მომხმარებლებს.

Related Articles

4 კომპანია Xiaomi სხვადასხვა სახის პროდუქტს უშვებს

სმარტფონების გარდა კომპანიამ თანდათან დაიწყო სხვადასხვა საოჯახო ტექნიკისა და ნივთების გამოშვება. დღესდღეობით შესაძლებელია ამ ბრენდის ვიდეო კამერების, „ჭკვიანი საათების“, პლანშეტების, მობილური აქსესუარებისა, ასევე კბილის ჯაგრისების შეძენა. ტექნიკის გარდა Xiaomi-ს ბრენდით იწარმოება ზურგჩანთები, სპორტული ფეხსაცმელი, ჩემოდნები და რბილი სათამაშოები და ა.შ.

5 Xiaomi-ს ბრენდით გამოშვებული პროდუქციის ნაწილი სხვა კომპანიების მიერ არის გამოშვებული

კომპანიას შეუძლია საკუთარი ბრენდის სახელწოდება სხვა კომპანიის უკვე მზა პროდუქტს დაადოს. ამგვარი თანამშრომლობა ორივე მხარისთვის არის მომგებიანი. მწარმოებლისთვის ეს მნიშვნელოვან სარეკლამო ბიძგს და გაყიდვების დიდ მოცულობას ნიშნავს, Xiaomi კი არ ხარჯავს დროს და თანხებს საკუთარი მოწყობილობის გამოგონებაზე.

6 Xiaomi - გინესის წიგნის რეკორდსმენია

2015 წელს კომპანიამ 24 საათში 2,12 მილიონი სმარტფონის გაყიდვა მოახერხა და გინესის წიგნში მოხვდა. ამ დღეს Xiaomi-მ დაახლოებით 432 მილიონი დოლარი იშოვა.

„ჭკვიანი სახლის“ შოურუმი

„ჭკვიანი სახლის“ შოურუმი

7 საკამათო სახელწოდება

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ კომპანიის სახელწოდების სწორად წაკითხვა ხშირად მის თანამშრომლებსაც უჭირს. მისი ახსნის მთელი რიგი ვარიაციები არსებობს. ერთადერთი, რაც ზუსტად არის ცნობილი, რომ აღნოიშნული სახელწოდების იეროგლიფები „ცოტაოდენ ბრინჯს“ ნიშნავს.

.

.

8 მყარი შეფუთვა

სხვა ჩინელი მწარმოებლებისგან განსხვავებით, კომპანია Xiaomi ზრუნავს შეფუთვის ხარისხზე. მისი შეფუთვა 100 კილოგრამამდე დატვირთვას უძლებს. ამის დასადასტურებლად კომპანიის PR-განყოფილების უფროსმა კლინტონ ჯეფმა ხელში ჰიუგო ბარი აიყვანა და ყუთზე დადგა. ყუთმა ასეთ დატვირთვასაც კი გაუძლო! ქრაშ-ტესტს სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ და ქსელში ასეთი ტიპის კიდევ რამდენიმე ვიდეორგოლი გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ მყარი შეფუთვა როგორც ტოპ-პროდუქციას, ასევე დაბალბიუჯეტიან მოდელებსაც გააჩნია.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: