ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური ვიდეოს უმეტესობა 90-იან წლებშია გადაღებული, თანაც ძირითადად ორი მომღერლისთვის - პოპ-კულტურის ლეგენდებისთვის მაიკლ ჯექსონისთვის და მადონასთვის. FOR YOU ყველაზე ძვირადღირებული ვიდეოკლიპების ხუთეულს გთავაზობთ:

1. ყველაზე ძვირადღირებული ვიდეოკლიპი ტელევიზიის ისტორიაში იყო მაიკლ და ჯენეტ ჯექსონების კლიპი კომპოზიციაზე „Scream“. რეჟისორ მარკ რომანეკის მიერ გადაღებული კლიპი 1995 წლის 13 ივნისს გამოვიდა. მისი გადაღება 7 000 000 დოლარი დაჯდა. იმავე წელს კლიპი 11-ჯერ იყო ნომინირებული MTV Video Music Award-ზე და 3 ნომინაცია ("Best Dance Video", "Best Choreography" და "Best Art Direction") მოიგო. ერთი წლის შემდეგ კლიპმა მიიღო Grammy როგორც საუკეთესო მუსიკალური ვიდეო, მოგვიანებით კი Guinness World Records-მა ის აღიარა როგორც ყველაზე ძვირადღირებული ვიდეო მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში.

https://www.youtube.com/watch?v=0P4A1K4lXDo

2. მეორე ადგილზეა მადონა კლიპით კომპოზიციაზე „Die Another Day“. კლიპი 2002 წლის 22 ოქტომბერს გამოვიდა. მისი გადაღება 6 100 000 დოლარი დაჯდა. აღნიშნული კომპოზიცია ამავე სახელწოდების ბონდიანის მორიგი ეპიზოდის საუნდტრეკი იყო. სიმღერა მადონამ მირვაის ახმაძაისთან ერთად შექმნა. ვიდეო შვედურმა გუნდმა სახელწოდებით Traktor 2002 წლის 22-27 აგვისტოს Hollywood Center Studios-ში გადაიღო. კლიპში ბონდიანას სხვადასხვა ეპიზოდების სიტუაციები და პერსონაჟებია ასახული.

https://www.youtube.com/watch?v=VlbaJA7aO9M

3. მესამე პოზიციაზე ისევ მადონას კლიპია კომპოზიციაზე „Express Yourself“, რომლის გადაღება 5 000 000 დოლარი დაჯდა. ვიდეოკლიპი დევიდ ფინჩერმა 1989 წლის აპრილში Culver Studios-ში გადაიღო. ჟურნალ Rolling Stone-ის MTV-ის ვერსიით ყველა დროის 100 საუკეთესო კლიპს შორის აღნიშნული კლიპი 10-ე ადგილზეა. ჟურნალ Slant-ის 100 საუკეთესო მუსიკალური ვიდეოს სიაში აღნიშნული ვიდეო პირველ ადგილზეა.

https://www.youtube.com/watch?v=GsVcUzP_O_8

4. მეოთხე ადგილსაც მადონას კლიპი იკავებს კომპოზიციაზე „Bedtime Story“, რომელიც ასევე 5 000 000 დოლარი დაჯდა. კომპოზიცია ბიორკმა დაწერა, ვიდეო კი რეჟისორმა მარკ რომანეკმა Universal Studios-ში გადაიღო. როგორც თავად მადონა ამბობს, ვიდეოს შექმნისას შთაგონების წყაროს მათთვის სიურეალისტი მხატვრების - ლეონორა კარინგტონის და რემედიოს ვაროს შემოქმედება წარმოადგენდა. აღნიშნული ვიდეო მოგვიანებით ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა შეიძინა.

https://www.youtube.com/watch?v=CSaFgAwnRSc

5. მეხუთე პოზიციაზეა ჯგუფ Guns N' Roses კლიპი კომპოზიციაზე „Estranged“, რომლის გადაღება 4 000 000 დოლარი დაჯდა. ენდი მარანის მიერ გადაღებული კლიპი 1993 წლის დეკემბერში გამოვიდა. ის ენდი მარანის არაოფიციალური ტრილოგიის მესამე დასკვნით ნაწილს წარმოადგენდა (პირველი ორი ნაწილი - „Don't Cry“ და „November Rain“, რომლის თემა ჯგუფის ვოკალისტის აქსელ როუზის და მისი მეგობარი ქალის სტეფანი სეიმურის სიყვარული და სიკვდილი იყო).

https://www.youtube.com/watch?v=dpmAY059TTY

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: