მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს გრეტა ტუნბერგის გამოსვლის განხილვა. ეკოლოგიის პრობლემები მხოლოდ შვედ გოგონას როდი აღელვებს: სულ უფრო მეტი ადამიანი გამოდის არასტანდარტული ინიციატივებით, რომელიც მიმართულია დედამიწის დაცვაზე დამანგრეველი გავლენებისგან.

FOR U რამდენიმე ასეთ არასტანდარტულ ინიციატივას გაგაცნობთ:

1 აზიურ სუპერმარკეტებში პროდუქტების შესაფუთად ბანანის ფოთლებს იყენებენ

.

.

ტაილანდში Rimping-ის ქსელის სუპერმარკეტმა წამოიწყო ნამდვილი ფლეშმობი, როდესაც პლასტიკის ორგანული ალტერნატივის სახით ბანანის ფოთლების გამოყენება დაიწყო. ინიციატივას არა მხოლოდ ტაილანდურმა, არამედ ვიეტნამურმა ფირმებმაც დაუჭირეს მხარი. მყიდველები ასეთ ჩანაცვლებას პოზიტიურად შეხვდნენ: ისინი უფრო დიდი სიამოვნებით ყიდულობენ ბოსტნეულს, თუ ხედავენ, რომ ის ბანანის ფოთლებშია გახვეული.

2 ავსტრალიაში ნაგავს თევზსაჭერი ბადის მეშვეობით აგროვებენ

.

.

ჰენლის ნაკრძალში ავსტრალიაში ნარჩენების შესაგროვებლად ორი სადრენაჟო ბადე დამონტაჟდა. მანამდე მუშები ნაგავს ხელით აგროვებდნენ, რაც საკმაოდ რთული იყო. ბადე ბევრად უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა: რამდენიმე თვეში მათ დამთვალიერებლების მიერ წყალში გადაყრილი 370 კილოგრამი ნაგავი გაიტანეს.

3 ამერიკელმა მეცნიერებმა გამდინარე წყლის გაწმენდა წყალმცენარეების მეშვეობით ისწავლეს

.

.

ჰიუსტონის რაისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამდინარე წყლის გაწმენდა წყალმცენარეების მეშვეობით მოახერხეს. 14-კვირიანი ექსპერიმენტის მანძილზე მკლევარები ღია ცისქვეშ აშენებულ 12 აუზში სხვადასხვა შტამები გაზარდეს. აღმოჩნდა, რომ წყალმცენარეები კანალიზაციაში არა მხოლოდ ნორმალურად ვითარდებიან, არამედ ახერხებენ 90%-ზე მეტი ნიტრატების და 50%-ზე მეტი ფოსფორის გადამუშავებას. ასეთი მეთოდით გაწმენდილი წყალი არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

4 ბრიტანელებმა საწარმოო ნარჩენებისგან ჭურჭელი შექმნეს

.

.

ბრიტანულმა სახელოსნომ Grandy-მ წარმოადგინა ჭურჭლის კოლექცია, რომელიც მთლიანად დამტვრეული კერამიკის, შუშის და ქვის ნარჩენებისგან არის დამზადებული. კომპანიამ ჩაატარა მასშტაბური კვლევა და შეისწავლა ჭურჭლის წარმოებაში გამოსაყენებელი თიხისა და ჭიქურის შემცველობა. შედეგად ნარჩენებისგან მათ საჭირო კომპონენტები მიიღეს. მიღებული მასალისგან დამზადდა ლამაზი და პრაქტიკული ჭურჭელი, რომელიც ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და არ ფუჭდება მიკროტალღურ ღუმელში.

5 პანამაში სოფელს პლასტიკის ბოთლებისგან აშენებენ

.

.

კანადელმა ემიგრანტმა რობერტ ბეზომ მილიონზე მეტი პლასტიკის ბოთლი შეაგროვა და მათი არასტანდარტული გამოყენება მოიფიქრა. პანამაში, ბოკას-დელ-ტოროს კუნძულზე ბეზომ შეიძინა 33 ჰეკტარი მიწა და ეკოლოგიურად სუფთა სოფლის აშენება დაიწყო. სახლების კარკასი მეტალის არმატურისგან მზადდება, შემდეგ ის ცარიელი ბოთლებით ივსება. პლასტიკის ტარა შესანიშნავი საშენი მასალა აღმოჩნდა.

6 ინდური კომპანია ორგანული მასალისგან ჭიქებს ამზადებს

.

.

კომპანია Banana Leaf Technology ბანანის ფოთლებს სამრეწველო მასშტაბებში იყენებს. ფირმა განსაკუთრებული მეთოდით ამუშავებს ორგანულ მასალებს, რომ მან გარკვეული ფორმა შეინარჩუნოს, არ გაიხრწნას და დაცული იყოს ბაქტერიებისგან. ასეთი გადამუშავების შემდეგ შესაძლებელია ფოთლების გამოყენება შესაფუთი მასალის სახით როგორც მშრალი პროდუქტისთვის, ასევე სითხეებისთვის.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: