ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, რომელიც მხოლოდ ფანტასტიკის ჟანრის მწერლების წარმოსახვაში არსებობდა. ბევრმა მათგანმა იწინასწარმეტყველა ტექნოლოგიები, რომლებიც რამდენიმე ათეული ან ასეული წლის შემდეგ გაჩნდა.

გთავაზობთ 6 ცნობილ ავტორს, რომელთა წარმოსახვა შემდგომში რეალობად იქცა.

1 ჟიულ ვერნი, „20000 ლიე წყალქვეშ“ (1870)

.

.

ამ სათავგადასავლო რომანში ცნობილმა ფრანგმა მწერალმა ჟიულ ვერნმა წყალქვეშა ელექტრო ნავის გამოგონება იწინასწარმეტყველა. რეალურად წყალქვეშა ნავი მხოლოდ 90 წლის შემდეგ გამოიგონეს. გენიალური ფრანგი მწერალი ყურადღებით ადევნებდა თვალს მაშინდელი მეცნიერების მიღწევებს და ამის საფუძველზე ივარაუდა, რომ წყალქვეშა ნავები მომავალ ომებში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. სწორედ ასეთი ნავი აღწერა მან საკუთარ რომანში „20000 ლიე წყალქვეშ“. ნავი „ნაუტილუსი“ ელექტობაზე მუშაობდა და შეეძლო წყალქვეშ ხანგრძლივი დროის მანძილზე ყოფილიყო.

2 მარტინ კაიდინი, „კიბორგი“ (1972)

.

.

კატასტროფაში მოყოლილი ასტრონავტის ამბავმა ბიონიკური პროთეზების გამოგონება იწინასწარმეტყველა. რომანში გმირის დაზიანებულ ორგანოებს მექანიკურით ცვლიან. სხვათაშორის, თავად სიტყვა „კიბორგი“ რომანის შექმნამდე 12 წლით ადრე გაჩნდა.

წიგნის სიუჟეტი ადაპტირებული იყო 1973 წლის ფილმისთვის „6 მილიონი დოლარი“, შემდეგ კი ამავე სახელწოდების სერიალი გადაიღეს. მარტინ კაიდინმა კიდევ სამი რომანი გამოუშვა, რომელიც „კიბორგის“ გაგრძელება იყო.

3 ოლდოს ჰაქსლი, „საოცარი ახალი სამყარო“ (1932)

.

.

ოლდოს ჰაკსლის საკმაოდ ცნობილი ანტიუტოპია მოგვითხრობს ნარკომანების ბრბოდ გადაქცეულ საზოგადოებაზე. წიგნის მოქმედება მომავალში ხდება. ეს ის მომავალია, სადაც ახალგაზრდობა დასაღუპადაა განწირული. რომანში ყველა მოიხმარს იდუმალ ნივთიერებას სახელწოდებით „სომა“, რომლის მიღების შემდეგ ადამიანები ეიფორიაში ვარდებიან და მუდმივად კარგ ხასიათზე იმყოფებიან. ეს ნივთიერება ერთგვარ ანტიდეპრესანტს წარმოადგენს, რომელიც ეხმარება ადამიანს პრობლემების დავიწყებაში.

რომანი წარმოადგენს პაროდიას უტოპიურ საზოგადოებაზე და სავსეა ახალგაზრდების მიმართ სიძულვილითა და ცინიზმით. წიგნი აკრძალული იქნა მასში ნარკოტიკების, სექსუალიზმის და თვითმკვლელობების შესახებ არსებული თემატიკის გამო.

ამავე რომანში ჰაქსლიმ გენური ინჟინერიაც იწინასწარმეტყველა.

4 ართურ კლარკი, „მთვარის მტვერი“ (1961)

.

.

წიგნში დედამიწის მაცხოვრებლებმა მთვარის კოლონიზაცია მოახდინეს. მთვარეზე გამგზავრებას ისინი როგორც ტურისტები ახერხებდნენ. რეალობაში ეს შესაძლებელი რომანის შექმნიდან მხოლოდ 39 წლის შემდეგ გახდა: 2001 წელს კოსმოსში პირველი ტურისტი - მულტიმილიონერი დენის ტიტო გაფრინდა.

სამწუხაროდ, ტურისტული მოგზაურობა კოსმოსში მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანებისთვისაა შესაძლებელი, თუმცა ისეთი ადამიანები როგორც ილონ მასკი, აქტიურად იბრძვიან იმისთვის, რომ ბილეთი კოსმოსურ სადგურზე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

1963 წელს კლარკის ნაწარმოები პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემია „ჰიუგო“-ზე იყო ნომინირებული.

5 ჰერბერტ უელსი, „როდესაც მძინარე გაიღვიძებს“ (1899)

.

.

ყოველდღე ბიზნეს-ცენტრებში და მაღაზიებში ჩვენს წინაშე ავტომატური კარები იღება. მათი გამოგონება ცნობილმა ფანტასტმა ჰერბერტ უელსმა ჯერ კიდევ 1899 წელს იწინასწარმეტყველა. ასეთი კარები მხოლოდ 1950 წელს გამოიგონეს. წიგნი „როდესაც მძინარე გაიღვიძებს“ ერთ-ერთ პირველ ანტიუტოპიად მიიჩნევა. 1910 წელს უელსმა ეს რომანი მნიშვნელოვნად გადაწერა და გააფართოვა. ახალი ვერსია გამოიცა სახელწოდებით „მძინარე იღვიძებს“.

6 ედვარდ ბელამი, „უკან გახედვა“ (1888)

.

.

საკრედიტო ბარათებისა და დიდი სუპერმარკეტების იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გაჩნდა. უტოპიურ ნაწარმოებში „უკან გახედვა“ ამერიკელი მწერალი ედვარდ ბელამი აღწერს „უნივერსალურ ბარათებს“, რომელთა მეშვეობით ადამიანებს საკუთარ დანაზოგზე წვდომა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ჰქონდათ. მომავლის სამყარო ბელამის წარმოდგენილი ჰქონდა როგორც ერთი დიდი „სამრეწველო არმია“, რომელშიც ქვეყნის ყველა მოქალაქემ უნდა იმსახუროს.

სანაცვლოდ ადამიანს ეძლეოდა ბარათი, რომლითაც ის იხდიდა ყველა შენაძენის საფასურს. ფულის დახარჯვა ყველგან იყო შესაძლებელი, მათ შორის უზარმაზარ მაღაზიებში, რომლებიც თანამედროვე მსხვილი ინტერნეტ-რეთეილერების პროტოტიპს წარმოადგენენ.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: