ჯანსაღი ცხოვრების წესი უფროდაუფრო მეტ პოპულარობას იძენს, ამიტომ ლოგიკურია, რომ არსებობს ასობით რჩევა -თუ რა არის სწორი და რა არის დაშვებული როცა ჯანსაღ ცხოვრებას ვირჩევთ. თუმცა რამდენად სასარგებლოა ყველა რჩევა?

პურის ჭამით ვსუქდებით?!

პურთან დაკაშირებით ბევრი სტერეოტიპი არსებობს. ბევრი მიიჩნევს, რომ პური სხეულისთვის საზიანოა, სინამდვილეში, კი პურის ჭამა არც ისეთი საშიშია. პური ნელი ნახშირწყლების წყაროა, ამიტომ მისი მოხმარება ორგანიზმის მდგომარეობაზე დადებითად აისახება, მაშინ როცა პროდუქტს ნორმალური შემადგენლობა აქვს.

პური ორგანიზმისთვის სასარგებლოა

პური ორგანიზმისთვის სასარგებლოა

აუცილებელია ორგანიზმის დეტოქსიკაცია

კვების სხვადასხვა კომპლექსები მიმართულია ორგანიზმის გაწმენდისკენ. თუმცა, ასეთი „წმენდის“ ჩატარების აუცილებლობა შეგვიძლია მცდარ წარმოდგენად შევაფასოთ. ადამიანს უკვე აქვს თირკმლები და ღვიძლი, რომელთა პირველი ფუნქციაა ორგანიზმის გასუფთავება. ასე რომ, დამატებითი დეტოქსიკაცია საჭირო არ არის.

ადამიანს უკვე აქვს თირკმლები და ღვიძლი, რომელთა პირველი ფუნქციაა ორგანიზმის გასუფთავება

ადამიანს უკვე აქვს თირკმლები და ღვიძლი, რომელთა პირველი ფუნქციაა ორგანიზმის გასუფთავება

საუზმედ ახლაგამოწურული წვენი სასარგებლოა

ესეც მორიგი მითია. გამოწურვის დროს ხილი და ბოსტნეული სასარგებლო ნივთიერებების უმეტეს ნაწილს კარგავს. არ ღირს წვენის მშიერ კუჭზე მიღება, ამით კუჭის გაღიზიანებას გამოიწვევთ. უმჯობესია თუ ხილს მიირთმევთ და არ დალევთ.

არ ღირს წვენის მშიერ კუჭზე მიღება

არ ღირს წვენის მშიერ კუჭზე მიღება

აუცილებელია რეგულარულად ვიტამინების მღება

ვიტამინის აბებისგან ბევრ სარგებელს ვერ მიიღებთ, ეს მრავალჯერადმა კვლევებმა დაადასტურა. ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზმს ვიტამინები არ სჭირდება , უნდა მივიღოთ თუმცა სწორად. საუკეთესოა ბოსტნეული, ხილი და არა ტაბლეტები.

ვიტამინის აბებისგან ბევრ სარგებელს ვერ მიიღებთ

ვიტამინის აბებისგან ბევრ სარგებელს ვერ მიიღებთ

საჭმლის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება საზიანოა

ბევრი მიიჩნევს, რომ ამით კერძი საკვებ ნივთიერებებს კარგავს , ეს მცდარი მოსაზრებაა. ღუმელსა და მიკროტალღურ ღუმელს შორის არავითარი სხვაობა არ არის, თვითონ გაცხელების პროცესი მხოლოდ მცირე რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს უკარგავს კერძს.

საჭმლის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება საზიანო არ არის

საჭმლის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება საზიანო არ არის

ტკბილეული რაციონიდან უნდა ამოვიღოთ

ტკბილი ადამიანის ორგანიზმისთვის აუციელებელია, რათა ტვინმა სრულფასოვნად იფუნქციონიროს. უმჯობესია, თუ უბრალოდ შეამცირებთ ტკბილეულის რაოდენობას და შაქრის მოხმარებას. შეიძნეთ ნატურალური იოგურტი, მიირთვით ჩაი უშაქროდ და მშრალი ხილი.

ტკბილი ადამიანის ორგანიზმისთვის აუციელებელია, რათა ტვინმა სრულფასოვნად იფუნქციონიროს

ტკბილი ადამიანის ორგანიზმისთვის აუციელებელია, რათა ტვინმა სრულფასოვნად იფუნქციონიროს

რადიო Jako.FM-ის გადაცემის „დილა შენთვის“ სტუმარი მომღერალი ნინი შერმადინი უკვე 6 წელია ამერიკაში მოღვაწეობს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ცხოვრების რიტმთან შეგუება მისთვის რთული აღმოჩნდა, დღესდღეობით ცდილობს ფეხი აუწყოს ყოველდღიურ ჯანსაღი ცხოვრების წესს და საკუთარ ორგანიზმზე იზრუნოს. მან რადიოს მსმენელს რამდენიმე საინტერესო რჩევაც მისცა.

გადაცემის სრული ჩანაწერი იხილეთ რადიო Jako.FM-ის Facebook გვერდზე.

ნინი შერმადინი - მომღერალი

ნინი შერმადინი - მომღერალი