ზაფხული უმეტესობისთვის წლის საყვარელი დროა. მზის სხივები ენდორფინების ნამდვილი წყაროა და, შესაბამისად, განწყობას ყოველთვის უკეთესობისკენ ცვლის.

სასურველი ამინდები, საუკეთესო განწყობა, ზღვაზე დასვენება, ლამაზი საცურაო კოსტიუმები და ფრიალა, ფერადი კაბები - ზაფხულის სიყვარულისთვის მიზეზები არ მთავრდება. მიუხედავად ამისა, ისე როგორც ყველაფერს, მასაც აქვს უარყოფითი მხარეები, მაგალითად: ტემპერატურის მკვეთრი ზრდა და მისგან გამოწვეული პრობლემები, კანის, თმის, ფრჩხილის პრობლემები, გამონაყარი რომელიც სიცხეს უკავშირდება, მოთენთილობა და ა.შ.

გაეცანი 6 ძირითად რჩევას, რათა სარგებელი მეტი გქონდეს ზაფხულისგან, ვიდრე - პირიქით.

1. წყალი ყველაფერია

როდესაც შენი სხეული წყურვილს განიცდის, აზრები თავში სინათლის სიჩქარით შემოდის, როგორმე შეძლო რაიმეს დალევა. მიიღე დიდი რაოდენობით წყალი. ეს შეიძლება იყოს 2-3 ლიტრიც კი დღის მანძილზე.

წყალი დაგიცავს სხეულის და კანის გამოშრობისგან და, მისი მეშვეობით, სიცხეს მარტივად და ეფექტურად შეებრძოლები.

ზაფხულში წყალზე უარის თქმა იწვევს ძალების გამოცლას, უგუნებობას, კანის, თმის და ფრჩხილების გამოშრობას.

ნუ იტყვი წყალზე უარს, პირიქით - გაზარდე მისი რაოდენობა, რათა სიცხისგან გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე შეამცირო.

2. შეცვალე კოსმეტიკა

ალბათ შეგიმჩნევია, თუ რა არასასიამოვნოდ გამოიყურება სახე მზეში მაშინ, როდესაც კოსმეტიკური საშუალებები ფერს და სტრუქტურას იცვლის სიცხის ზემოქმედებისგან. შენ შეგიძლია თავი დაიცვა ასეთი შემთხვევებისგან. გაცილებით ეფექტიანი იქნება, თუ ზაფხულში კრემის ფხვიერი, მყარი კოსმეტიკური საშუალებებით ჩაანაცვლებ. წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონზე არ არის კარგი იდეა თხევადი კრემის, ჩრდილების და ზედმეტი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.

უპირატესობა მიანიჭე ფხვიერ, მყარ, კოსმეტიკურ საშუალებებს. იქნება ეს ტონიკი, თვალის ჩრდილი თუ სხვა.

ძლიერი სიცხის დროს გამოიყენე კოსმეტიკური ხელსახოცი, რომელიც კარგად ფარავს კანის ნაკლოვანებებს და გიცავს ჭარბი ტენიანობისგან.

3. ატარე ქუდები

ქუდი უნდა ატარო არა მხოლოდ იმის გამო, რომ მზისგან დაგიცვას, არამედ იმიტომაც, რომ შეინარჩუნო შენი თმის ბუნებრივი სილამაზე და გარეგნობას საინტერესო შტრიხი შესძინო.

მზის გავლენით თმა არა მხოლოდ შრება და ფერს იცვლის, არამედ ხდება მყიფე და დეჰიდრატირებული.

ქუდების და თავსაბურავების გარდა, გამოიყენე შამპუნები და კონდიციონერები მზისგან დასაცავად. ასევე, საუკეთესო შედეგი აქვს ნუშისა და ზეითუნის ზეთებს თმის ბუნებრივი ფერისა და სტრუქტურის შენარჩუნებისთვის.

4. უარი თქვი ერთჯერად საპარსებზე

ხშირი გაპარსვა იწვევს კანის გაღიზიანებას, წვისა და ქავილის შეგრძნებას, რაც, საბოლოოდ, გამონაყრით და ნაწიბურებით სრულდება. ამიტომ, უმჯობესია აირჩიო ცვილი ან გამოიყენო ეპილატორი, რადგან მათ ხანგრძლივი ეფექტი აქვს.

ცვილისა და ეპილატორის ხანგრძლივი გამოყენება ხელს უწყობს თმის დასუსტებას და გაქრობასაც კი.

5. მზისგან დამცავი სათვალე

ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ულტრაიისფერი სხივები ადრეული დაბერების პროვოცირებას იწვევს. ეპიდერმისის ფენა სქელდება, რის შედეგადაც კანი ხდება უხეში და უსიცოცხლო, რაც საბოლოოდ გამოიწვევს კოლაგენის დაკარგვას და ნაადრევი ნაოჭების გაჩენას.

რეკომენდებულია, მუდმივად ატარო მზისგან დამცავი სათვალე (უმჯობესია მუქი მინებით) მთელი ზაფხულის განმავლობაში. ის ადრეულ პერიოდშივე დაგიცავს თვალების ირგვლივ ნაოჭების გაჩენისგან.

ზაფხული

.

6. დიეტა

დიეტა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა შეარჩიო ზაფხულის სეზონზე.

უმჯობესია უპირატესობა მიანიჭო ცივ წვნიანებს, ახალ ბოსტნეულს (კიტრი, მწვანილი, სალათები) ხილს (კენკროვანი). ასევე, ხილის წვენებს და მინერალურ წყალს.

უმჯობესია რაციონიდან გამორიცხო ღორის ხორცი, არაჟანი, კარაქი და ა.შ. ასევე ცომეული და ტკბილეული იმისთვის რომ ორგანიზმი დაიცვა ზედმეტი ქოლესტერინისგან და სიმძიმის შეგრძნებისგან.

გაითვალისწინე ეს რჩევები, რათა ზაფხული შენთვის ყველაზე სასურველი წელიწადის დრო გახდეს და პრობლემები, რაც შეიძლება, ნაკლები იყოს.