ის ფაქტი, რომ პერსონაჟებზე მუშაობისას ბევრი ავტორი რეალურ მოვლენებს ან პიროვნებებს მიმართავს, საიდუმლოს არ წარმოადგენს, თუმცა ყველა მკითხველმა როდი იცის, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ცნობილი მწერლების შთაგონების წყაროს წარმოადგენდნენ პოპულარული ლიტერატურული ბოროტმოქმედების სახეების შექმნისას.

გთავაზობთ 7 ცნობილ ლიტერატურულ ბოროტმოქმედს და მათ რეალურ პროტოტიპებს.

1 განიბალ ლექტერი („კრავთა დუმილი“, ტომას ჰარისი)

.

.

იმის შესახებ, თუ ვინ შთააგონა იგი სერიული მკვლელის სახის შექმნაზე, ტომას ჰარისმა მხოლოდ 2013 წელს ისაუბრა. პროტოტიპი აღმოჩნდა ციხის ექიმი მექსიკის ქალაქ მონტერეიდან. ჰარისმა არ გაუმხილა ჟურნალისტებს მისი სახელი და უბრალოდ ექიმი სალასარი უწოდა, თუმცა რეპორტიორებმა დაადგინეს სალასარის ადგილსამყოფელი. ასე მსოფლიომ შეიტყო ალფრედო ბალი ტრევინიოს სახელი. გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ის ეჭვმიტანილი იყო რამდენიმე ადამიანის მკვლელობაში, რომლებიც ავტოსტოპით გადაადგილდებოდნენ. ექიმს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, მაგრამ განაჩენი შეარბილეს და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ტრევინიო ციხიდან 1981 წელს გამოვიდა და 2009 წლამდე ექიმად მუშაობას განაგრძობდა, თუმცა მუდმივად მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

2 მილედი („სამი მუშკეტერი“, ალექსანდრე დიუმა)

.

.

კონსტანციას მკვლელისა და კარდინალ რიშელიეს ჯაშუშის პროტოტიპი იყო ცნობილი ისტორიკული პიროვნება ლუსი ჰეი. ის მეფის კართან იყო დაახლოებული და იმ პერიოდში, როდესაც ინგლისში სამოქალაქო ომი იყო, პოლიტიკურ ინტრიგებში მონაწილეობდა. ლუსი ჰეი ცდილობდა ზიანი მიეყენებინა ინგლისელებისთვის, რადგან იყო ჰერცოგ ბეკინგემის საყვარელი, მან კი მიატოვა. ეჭვიანობისა და შურისძიების გამო მან რიშელიეზე მუშაობა გადაწყვიტა.

3 პროფესორი მორიარტი („შერლოკ ჰოლმსის თავფადასავალი“, არტურ კონან დოილი)

.

.

კრიმინალური სამყაროს გენია და შერლოკ ჰოლმსის მთავარი მტერი ნაწილობრივ ორ რეალურ ადამიანს ასახავდა - ადამ ვორტს და საიმონ ნიუკომს.

ადამ ვორტი - ამერიკელი დამნაშავე, რომელსაც სკოტლენდ-იარდის ერთ-ერთმა დეტექტივმა დამნაშავეთა სამყაროს ნაპოლეონი უწოდა. იგივე უწოდა მორიარტის კონან დოილმაც. ვორტი აყაჩაღებდა ბანკებს და მაღაზიებს, შემდეგ კი საკუთარი კრიმინალური ქსელი შექმნა.

საიმონ ნიუკომი - ამერიკელი ასტრონომი, მათემატიკოსი და ეკონომისტი. მას მათემატიკური ნიჭის მქონე გენიოსად მიიჩნევდნენ, თუმცა მას ბოროტი პიროვნების რეპუტაცია ჰქონდა. ის მუდმივად კონკურენტი მეცნიერების კარიერის დანგრევას ცდილობდა.

4 დიდი ძმა („1984“, ჯორჯ ორუელი)

.

.

არსებობს რამდენიმე ვერსია იმისა, თუ ვინ არის ოკეანიის სახელმწიფოს ერთპიროვნული ლიდერის პროტოტიპი. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, დიდი ძმის პროტოტიპად იქცა ბრენდან ბრეკენი. 1945 წლამდე ის ბრიტანეტის ინფორმაციის მინისტრი იყო, ორუელი კი BBC-ზე მის დაქვემდებარებაში მუშაობდა.

თანამშრომლები ბრეკენს ზურგს უკან ინიციალებით ბ.ბ. მოიხსენიებდნენ, რაც პირდაპირ უკავშირდება დიდი ძმის სახელს. კიდევ ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს ის, რომ ორუელი აღშფოთებული იყო ცენზურით, რომელიც ქვეყანაში ომის გამო იყო შემოღებული. ასევე, მას აღიზიანებდა ინფორმაციით მანიპულირების აუცილებლობა. ორუელის აზრით, ეს სწორედ მინისტრისგან მოდიოდა.

5 ვიკონტ დე ვალმონი („სახიფათო კავშირები“, შოდერლო დე ლაკლო)

.

.

ცნობილი ფრანგული რომანის გმირი ზნედაცემული ვიკონტ დე ვალმონია. მას უმანკო ქალების მაცდუნებლის საშინელი რეპუტაცია აქვს. მისთვის ქალი არის ჯილდო, რომელიც თავად უნდა მოიპოვოს. ვალმონის პროტოტიპი იყო ჟოზეფინა ბოგარნეს პირველი ქმარი - ვიკონტ ალექსანდრე დე ბოგარნე. როგორც ცნობილია, შემდგომში ჟოზეფინა ნაპოლეონის ცოლი გახდა.

6 ვიტო კორლეონე („ნათლია“, მარიო პიუზო)

.

.

ვიტო კორლეონე - ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მაფიოზური კლანის ლიდერი. ამ პერსონაჟში კრიმინალური სამყაროს ორი რეალური წარმომადგენლის, ფრენკ კოსტელოს და ვიტო ჯენოვეზეს თვისებებია შესამჩნევი.

კოსტელოს „კრიმინალური სამყაროს პრემიერ-მინისტრს“ უწოდებდნენ. 30-იანი წლების ბოლოს ის ამერიკაში მაფიის გავლენიანი ბოსი იყო. კოსტელოსა და კორლეონეს მსგავსება იმაშია, რომ ორივე ცდილობდა პოლიტიკურ სტრუქტურებში თავისი ადამიანები ჩაენერგა და ამით საკუთარი გავლენა გაემყარებინა.

1957-დან 1959 წლამდე ჯენოვეზე ცნობილი იყო როგორც ბოსთა ბოსი. ასე სიცილიური და ამერიკული მაფია ყველაზე გავლენიანი მაფიოზური ოჯახის ლიდერს უწოდებენ. ჯენოვეზე, ისევე როგორც „ნათლიას“ მთავარი გმირი, მას შემდეგ, რაც მისი მოკვლა სცადეს, მართვის სადავეები საკუთარ ვაჟს გადასცა.

7 ინსპექტორი ჟავერი („საბრალონი“ ვიქტორი ჰიუგო)

.

.

აკვიატებული აზრით შეპყრობილი, ულმობელი პოლიციის ინსპექტორი ჟავერი წლების მანძილზე არ ასვენებდა ყოფილ კატორღელს ჟან ვალჟანს. ჟავერის სახის შექმნისას ვიქტორ ჰიუგოს შთაგონებოს წყარო ეჟენ ფრანსუა ვიდოკის ფიგურა იყო. ვიდოკი ნაპოლეონის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონა იყო. ის ფრანგული პოლიციის საგამოძიებო სისტემის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. საინტერესოა, რომ ვიდოკი ამავდროულად ჟან ვალჟანის პროტოტიპიც იყო. საქმე იმაშია, რომ სანამ პოლიციელი გახდებოდა, ვიდოკი თავად იყო ყოფილი ყაჩაღი და მძარცველი. მისი ცხოვრების ისტორია არაერთი მწერლისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: