ჩვენს გარშემო ყველგან ახალი ტექნოლოგიებია - სმარტფონები, ნოუთბუქები და ა.შ.

ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს თითებით კლავიატურაზე ვართ მიჯაჭვული. საერთოდ, თუ გახსოვთ, როდის გამოიყენეთ ბოლოს კალამი? არადა, როგორც აღმოჩნდა, კალმისტრით წერა ჩვენთვის ძალიან სასარგებლო ყოფილა.

1. კალმით წერა ამშვიდებს

ეს არის ერთგვარი გრაფოლოგიური თერაპია. ამის მტკიცება შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თუნდაც ზედიზედ რომ დაწეროთ 20-ჯერ ფრაზა: „მე უფრო მშვიდი ვიქნები“, ამან შესაძლოა ეფექტი იქონიოს ადამიანებზე, რომლებსაც უჭირთ კონცენტრირება.

2. კალმით წერა ხელს უწყობს თავის ტვინის ნახევარსფეროების კოორდინირებას

რაც არ უნდა მოძველებული იყოს ეს პროცესი, კალმით წერით კარგ სამსახურს უწევთ საკუთარ ტვინს. ის, თუ რამდენად შეუძლია ჩვენი ტვინის ორივე ნაწილს დატვირთვის მიღება - ძალიან ინდივიდუალური მაჩვენებელია.

3. კალმით წერა ახალი ცოდნის აღქმის უნარს ავითარებს

კონსპექტის წერა ახალი ცოდნის შეძენის საუკეთესო საშუალებაა. საქმე იმაშია, რომ წერას მოქმედებაში მოყავს რეტიკულარული სააქტივაციო სისტემა, რომელიც ფილტრავს ტვინისთვის გადასამუშავებელ ინფორმაციას.

4. კალმით წერა ხელს უწყობს კონცენტრირებას

როდესაც კომპიუტერთან მუშაობთ, უამრავ დროს კარგავთ ტყუილად (მაგალითად, ათვალიერებთ ცხოველების ფოტოებს ან მეგობრების ფეისბუქ-გვერდებს). დღეს უკვე არსებობს სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც ხელ უწყობს ამ მავნე ჩვევის მოშორებას, მაგრამ თუ თქვენ მუშაობის დროს ქაღალდს და კალამს გამოიყენებთ, დაინახავთ, რომ ყურადღება ნაკლებად გაგეფანტებათ.

5. კალმით წერა ასაკოვანი ადამიანების ტვინის მუშაობას ასტიმულირებს

წერა შესანიშნავი ტრენაჟიორია მათთვის, ვისაც, ასაკის მიუხედავად, სურს სხარტი აზროვნების შენარჩუნება. კალმით წერა ხელს უწყობს ტვინის გამართულ ფუნქციონირებას და ეხმარება მას ემოციებთან დაკავშირებული მოგონებების გამყარებაში.

6. კალმით წერა აუმჯობესებს მეხსიერებას

დავუშვათ, თქვენ წერთ კონსპექტს ლექციაზე. შესაძლოა ნოუთბუქის გამოყენება უფრო სწრაფი და მარტივი იყოს, მაგრამ თუ იცოდით, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ჩაწერისას თქვენ მას, ამავდროულად, იმახსოვრებთ კიდეც? ბევრი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ წერა აუმჯობესებს მეხსიერებას - თანაც ეს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვისაც არის აქტუალური.

7. კალმით წერა ტვინს უფრო აქტიურად ამუშავებს ვიდრე ბეჭდვა

კალმით წერისას ტვინის მუშაობაში უფრო დიდი ნაწილია ჩართული, ვიდრე ტექსტის კომპიუტერზე აკრეფისას. ტვინის იმ ნაწილის სრული აქტივიზაცია, რომელიც კითხვაზეა პასუხისმგებელი, მხოლოდ წერის (და არა ბეჭდვის) დროს ხდება. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმ მოძრაობებში, რომელსაც წერის ან ბეჭდვის პროცესში ვიმეორებთ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: