ჩინეთის ქალაქ უჰანში, 76 დღიანი კარანტინის შემდეგ, პირველი თვითმფრინავი დაჯდა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიის გამო, ქალაქის საზღვრები დროებით ჩაკეტილი იყო, რათა ვირუსის გავრცელებისთვის შეეშალათ ხელი. ფრენები 8 აპრილს აღდგა და ვუჰანმა უკვე პირველ თვითმფრინავსაც უმასპინძლა.

პანდემიის პერიოდში უჰანი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მის დასახმარებლად ჯანდაცვის მუშაკები ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებიდან ჩამოვიდნენ და ერთობლივი ძალებით შეძლეს კორონავირუსის გავრცელების შეფერხება. მათ პატივსაცემად და საზღვრების გახსნის აღსანიშნავად 8 აპრილის ღამეს უჰანის ცა ილუმინაციურმა შოუმ გაანათა. ფერადი განათებებით წარადგინეს იმ პროვინციების სახელები, რომლებიც ქალაქს განსაკუთრებით დაეხმარნენ ამ მძიმე პერიოდში.

უჰანში საზღვრები 23 იანვარს ჩაიკეტა და ქალაქი თითქმის 11 კვირის განმავლობაში იყო იზოლირებული. მდგომარეობის გაუმჯობესებას საზღვრების ორმხრივი გახსნა მოყვა და პირველი თვითმფრინავიც წარმატებით დაჯდა აეროპორტში.