ზაფხულის თვეებში დედების უმრავლესობა - განსაკუთრებით კი, ისინი, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ბავშვის მოვლის გამოცდილება, შვილებზე ზრუნვის შესახებ მეტის გაგება-სწავლას ცდილობენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ზაფხულში, წელიწადის ყველაზე ცხელ დროს, ბავშვისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა.

ნუ ჩააცმევ თბილად პატარას!

ყველაზე გავრცელებულ პრობლემას ბავშვებში ოფლიანობა და გამონაყარი წარმოადგენს. ერთ წლამდე ასაკის პატარა შესაძლოა ადვილად გადახურდეს. დედები, ზოგჯერ, ზედმეტი მზურველობით დამატებით პრობლემას უქმნიან მათ. ისინი თბილად აცმევენ პატარებს მაშინაც კი, როდესაც გარეთ ცხელა. ეს ყოვლად დაუშვებელია!

ჩვილებს საკმაოდ კარგად აქვთ ორგანიზმში თერმორეგულაციის ბალანსი დაცული. შეეცადე ბავშვს სეზონის შესაბამისად ჩააცვა. ტანსაცმელი უნდა იყოს ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული.

ხშირად შეამოწმე, არის თუ არა პატარა ოფლიანი თავსა და თმებზე.

წყლის პროცედურები ზაფხულში

აუცილებელიაყოველდღიურად ჩაატაროთ წყლის პროცედურები. თუ ბავშვს გამონაყარი შენიშნე, შეგიძლია ამ რუტინას გვირილისა და ორკბილას ნაყენი დაუმატო. აბაზანის ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 32-34°C-მდე. თუ ბავშვი უკვე 6 თვის და მეტისაა, შეგიძლია წყალი კიდევ უფრო გააგრილო.

აბაზანის შემდეგ კანის პრობლემურ ადგილებში უნდა გამოიყენო გამონაყარის საწინააღმდეგო კრემი ან ტალკი.

კომფორული პირობები სახლში

ფანჯარა დილით და საღამოს უნდა გქონდეს ღია, რადგან ჰაერი მუდმივად მოძრაობდეს. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ბავშვი ორპირ ქარში არ უნდა იყოს. თუ ოთახში ძალიან ცხელა და არ შეგიძლია კონდენციონერის გარეშე ყოფნა, ბავშვი სხვა ოთახში გაიყვანე.

ყურადღება მიაქციე ტემპერატურას ოთახში. სეირნობის შემდეგ არ ღირს ზედმეტ სიგრილეში დაბრუნება. ბინაში ტემპერატურა არ უნდა იყოს 22°C-ზე დაბალი. ყველაზე მისაღები ტემპერატურა 24°C-ია. ასევე, გაითვალისწინე ისიც, რომ ტენიანობა შენარჩუნებული უნდა იყოს. განათავსე ოთახში წყლიანი ჯამი, რათა ტენიანობა არ დაირღვეს. ყოველდღიურად ოთახი სველი წესით დაამუშავე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

ბავშვის მოვლა ზაფხულში

.

უნდა მივცე ჩემს შვილს წყალი?

ექსპერტთა მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია, მაგრამ ექვს თვემდე ასაკის პატარას, რომელიც ძუძუთი იკვებება, წყალი ნაკლებად სჭირდება. დედის რძე ბავშვისთვის უნივერსალური საკვებია და შეიცავს ყველა საჭირო ელემენტს. მასში 90%-ზე მეტი წყალია.

ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შესაძლოა დედამ დაუშვას, ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტაა.

თუ ბავშვი ხელოვნური საკვებით იკვებება, მაშინ წყალი შეიძლება შესთავაზოთ საკვებს შორის. ჩვილებისთვის განკუთვნილი წყალი აფთიაქებსა და მაღაზიებში იყიდება.

წვენების მიწოდება შეგიძლია ექვსი თვის შემდეგ აქტიურად დაიწყო. თავდაპირველად, მცირე რაოდენობით, ხოლო შემდეგ - ჩვეულებრივად, რამდენსაც მოისრუვებს.

ზაფხული საუკეთესო დროა სიარულისთვის

როდესაც გარეთ კარგი ამინდია და ცხელა, პატარა შეგიძლია სასეირნოდ გაიყვანო. სასურველია დილით ან საღამოს, ისე, რომ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არ აღმოჩდეს, რათა კანის გადახურება აირიდო თავიდან. ის D ვიტამინის საკმაო რაოდენობას ჩრდილშიც მიიღებს. თავზე აუცილებელია ქუდი ეფაროს, რადგან მზის სხივები არასასურველ ზემოქმედებას ახდენს მასზე.

შეიძლება თუ არა ბავშვის მდინარეში ბანაობა?

ამაზე პასუხი ცალსახაა: არა. ერთ წლამდე ასაკის ბავშვი არ შეიძლება მზის პირდაპირ, მდინარის წყალში, აბანაო. რატომ? წყალსაცავებში წყლის ხარისხი დაუცველია. ძალიან ხშირად, ბანაობის შემდეგ, ბავშვის კანზე გამონაყარი ვითარდება.

შეიძინე პატარა გასაბერი აუზი. აავსე თბილი წყლით და აბანავე შიგნით პატარა. ეს უკეთესი გამოსავალია, ვიდრე მდინარის გაურკვეველი სისუფთავის წყალი.

შემიძლია თუ არა ვაქცინაცია ზაფხულში?

არსებობს ვაქცინაციის კალენდარი, რომელშიც მითითებულია თითოეული მათგანის დრო. ზაფხულის თვეები ამაზე არ იმოქმედებს. ამიტომ, არ უნდა გადადო ვაქცინაცია.

ბავშვის მოვლა ზაფხულში

.

ალერგიული რეაქციები და დიეტა დედებისთვის

ზაფხულში მრავალფეროვანი საკვებია და შენი კვების მიხედვით, ნებისმიერმა მათგანმა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში ალერგია. ზოგჯერ პატარას ინდივიდუალური შეუთავსებლობა აქვს კონკრეტულ საკვებთან. ამიტომ, როდესაც ხილს მიირთმევ, დააკვირდი შვილს. რეაქცია შეიძლება თითეულ ჯერზე სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავ, ნუ მიიღებ ალერგიის მაღალი რისკის შემცველ პროდუქტებს. მაგალითად: მარწყვი, ჟოლო, ციტრუსი და ა.შ.

თუ ბავშვი უკვე 6 თვის და მეტისაა და დამოუკიდებლად ახერხებს ჭამას, ყოველი ახალი პროდუქტი მცირე რაოდენობით უნდა მისცე და დააკვირდე რეაქციას. ამის შემდეგ შეგიძლია რაოდენობის გაზრდა.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: