ვირთხა

ფუონგ ტამის ვარსკვლავის გავლენის გამო თქვენში დღეს შესაძლოა ორგანიზატორულმა ნიჭმა გაიღვიძოს. პრობლემის დანახვას სხვადასხვა კუთხით შეძლებთ და მის მოგვარებას ადვილად შეძლებთ.

ხარი

მოერიდეთ გარშემომყოფებთან დაპირისპირებას. შესაძლოა ისეთი რამ თქვათ, რაც სხვებს გაანაწყენებთ. შესაბამისად, სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ვეფხვი

პოზიტიური ენერგია დაგეხმარებათ გააანალიზოთ და დააბალანსოთ ნებისმიერი გაურკვეველი სიტუაცია. გულწრფელი საუბრები იმ ადამიანებთან, ვისაც ხშირად ნახულობთ, ძალიან დიდ დადებით ენერგიას შეგმატებთ.

კურდღელი

მუშაობის ხასიათზე იქნებით. დღევანდელი დღის ენერგია სამსახურში ბევრ წინსვლას გპირდებათ. თქვენი მონდომება აუცილებლად დაფასდება.

დრაკონი

პრობლემების წარმოქმნის დროს გულწრფელი და პირდაპირი იყავით. დაისახეთ კონკრეტული მიზნები და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თუ ურთიერთობაში ხართ, დარწმუნდით, რომ მასთან პრობლემებზე საუბარი შეგიძლიათ.

გველი

დღეს შესაძლოა მეგობარს ან ოჯახის წევრს ავადმყოფობის დაძლევაში დაეხმაროთ. თქვენი რეალიზმი და გამხნევების უნარი საკმაოდ ეფექტურია.

ცხენი

ძალიან მონდომებული და მიზანდასახული ხართ. შეგიძლიათ საყვარელი საქმისთვის ყველაფერი გააკეთოთ. ისაუბრეთ ადამიანებთან თამამად, უთხარით რას ფიქრობთ მათზე. ჩაიცვით განსაკუთრებულად, რათა კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ.

თხა

დღეს ფული არავის ასესხოთ, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის ნაცნობებს. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, უახლოეს მომავალში თავს მოსალოდნელი პრობლემებისგან დაიზღვევთ.

მაიმუნი

სხვებზე ფიქრს ხართ მიჩვეული, მაგრამ დღეს პირველ პლანზე საკუთარი ინტერესები უნდა დააყენოთ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავზე შეყვარებული უნდა იყოთ. საუბარია მხოლოდ ჯანსაღ ეგოიზმზე. ასე გარშემომყოფები უფრო დაგაფასებენ.

მამალი

გარშემომყოფების არათანმიმდევრულობა და გაუბედაობა ძალიან გაგაღიზიანებთ. არავის მისცეთ თქვენი გეგმების ჩაშლის საშუალება. თუ თქვენს მიზანში დარწმუნებული ხართ, საკუთარ გზას სხვისი დახმარების გარეშეც გააგრძელებთ.

ძაღლი

ვარსკვლავების გავლენის გამო, საკუთარი აზრის დამალვა გაგიჭირდებათ. ეს აზრი შესაძლოა აბსოლუტურად სწორი იყოს, მაგრამ გარშემომყოფები სრულიად სამართლიანად ჩათვლიან, რომ თქვენ აუტანელი ხართ.

ღორი

თუ თქვენს გარშემო კონფლიქტური სიტუაცია მწიფდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაშინვე ბრძოლაში უნდა ჩაებათ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენსა და სამყაროს შორის კედელია აღმართული. კამათში სხვებმა მიიღონ მონაწილეობა, თქვენ კი სიმშვიდე შეინარჩუნეთ.