ვირთხა

მეგობრებისგან საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ ჩქარობთ. ჯერ ეცადეთ გაერკვიოთ, რა გახდა ამგვარი საქციელის მიზეზი.

ხარი

დღეს გევალებათ ირწმუნოთ საკუთარი ძალების და ცხოვრებაც უკეთესი გახდება. სამყარო უფრო ლამაზი იქნება, თუ თქვენც საკუთარ წვლილს შეიტანთ ამაში. განწყობა ამ ყველაფრის გასაღებია.

ვეფხვი

დატვირთული დღე გექნებათ და მზად იყავით იმისთვის, რომ რაღაც საქმეებს ჩვეულებრივზე მეტი დრო და ენერგია დასჭირდება. ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს, თუმცა რასაც გასცემთ, გაეცით მხოლოდ გულით.

კურდღელი

კეთილშობილების მარტივი ჟესტი დღეს თქვენს გარშემომყოფებზე დადებითად იმოქმედებს. მაშინაც კი, როდესაც დეპრესიაში ხართ, თქვენი ემოციების სხვებისთვის გაზიარება ნამდვილი საჩუქარია თქვენთვისაც და სხვებისთვისაც.

დრაკონი

დღეს მიზნების მიღწევაში გარშემომყოფები დაგეხმარებიან, თუმცა თქვენ მზად უნდა იყოთ დაუღალავი შრომისთვის. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. იყავით მომთმენი მოსაწყენი საქმის მიმართაც.

გველი

შესაძლებელია ემოციურად ნეგატიურ და უკონტროლო ადამიანებთან კონფლიქტს თავი ვერ აარიდოთ. შეეცადეთ მათი ხასიათი არ გადმოგედოთ.

ცხენი

შესაძლოა თქვენი სურვილების რეალიზებაში ეჭვი შეგეპაროთ. პრობლემებისთვის ვარდისფერი სათვალის გარეშე შეხედვა სიმართლეს გამოააშკარავებს.

თხა

თუ დააფასებთ იმას რაც გაქვთ და იმათ ვინც გყავთ, ძალიან ბედნიერი დღე გელოდებათ. წარსულის კრახი და პრობლემები გვერდზე გადადეთ და უბრალოდ ეცადეთ მხიარულად იყოთ.

მაიმუნი

თქვენი ნერვული სისტემა დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება. გარკვეულ მოვლენებზე თქვენი მხრიდან აგრესიული რეაქციაა მოსალოდნელი. ასევე, შესაძლოა რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ.

მამალი

დღევანდელი დღის ენერგია საზღვრების გაფართოებას მოითხოვს. ნუ შეგეშინდებათ წახვიდეთ ახალი მიმართულებით. თუ რამე გრანდიოზულის გაკეთებას გეგმავდით, დღეს შესაფერისი დღეა.

ძაღლი

გარკვეული საკითხები თქვენს ცხოვრებაში დაულაგებელია. შესაძლოა დღეს გიჟურმა იდეებმა შემოგიტიოთ, ვინმესთან საუბარმა დაგაბნიოთ ან თქვენ დააბნიოთ ვინმე. იყავით მომთმენი, მოერიდეთ დადანაშაულებას და თქვენც ნუ აიღებთ დანაშაულს თქვენს თავზე მარტივად. დაინახეთ ორივე მხარე.

ღორი

დღეს გარკვეულ უსამართლობას გადააწყდებით. სხვა ადამიანების დაუფიქრებელმა ქმედებამ და სიტყვებმა შესაძლოა თქვენს განწყობაზე იმოქმედოს. დღევანდელი დღის ენერგია ცვლილებებისკენ მოგიწოდებთ.