ხორვატიის ქალაქ პორეცში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 8 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

პირველ დღეს ნაკრებმა 3 მედალი მოიგო, ხოლო მეორე დღეს 5 მედალს დაეუფლა.

შეჯიბრის პირველ დღეს 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ჯაბა პაპინაშვილმა ალესანდრო არამუს იპონით აჯობა და ბრინჯაოს მედალი მოიგო.

იმავე წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე ფინალში გავიდა და რუს კონსტანტინ სიმეონიდისთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მსაჯებს მეორე ვაზარის გაუქმება შეეძლოთ.

კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ბაგრატ ნინიაშვილმა მოიპოვა. მან ბრინჯაოს მედლისთვის ადრიან ნიეტოს აჯობა.

ასპარეზობის მეორე დღეს ტატამზე ხუთი ქართველი სპორტსემენი გამოვიდა, საიდანაც ორმა – ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) და ლუკა მაისურაძემ (90კგ) ოქროს მედლების მოპოვება შეძლეს. გრიგალაშვილმა შვეიცარიელი ძიუდოისტი დაამარაცხა, ხოლო მაისურაძემ რუს სპორტსმენს სუფთა გამარჯვებით სძლია. სამწუხაროდ, ფინალი დათმო გელა ზაალიშვილმა (+100) და ვერცხლის მედალი აიღო.

კიდევ ორი ძიუდოისტი – ვლადიმირ ახალკაცი (81კგ) და ონისე სანებლიძე (100კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: