მეზოთერაპია - გაახალგაზრდავების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. მეზოთერაპიის საშუალებით კანი იძენს პირვანდელ სახეს, ხდება ელასტიური და ახალგაზრდა. გადაცემაში ,,სილამაზე და ჯანმრთელობა“ მეზოთერაპიის მეთოდის შესახებ ექიმი, დერმატო-კოსმეტოლოგი ალბინა ქაჯაია საუბრობდა.

ალბინა ქაჯაია: „მეზოთერაპია არის ინექციური მეთოდი, რომლის გამოყენების დროსაც კანში სპეციალური კოქტეილი შეჰყავთ, რომლის შემადგენლობაშიც შედის ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავა და ანტიოქსიდანტი.

ინექცია კანში წვრილი ნემსის მეშვეობით შეჰყავთ. ის ნივთიერებები, რომელიც გამოყენებული იქნება მეზოთერაპიის დროს მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, უჯრედისის აღდგენასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესზე. პროცედურების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე.

მეზოთერაპია გამოიყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. მას მიმართავენ 20-25 წლის ასაკიდან რადგან აქვს საკმაოდ კარგი ეფექტი კანის სხვადასხვა პრობლემის დროს, მათ შორის როგორიცაა აკნე, პიგმენტური ლაქების მოშორება და ა.შ. მეზოთერაპია კანის პირველად სტრუქტურას აუმჯობესებს“.

გადაცემა „სილამაზე და ჯანმრთელობა“ წარმოგიდგენთ სილამაზისა და თავის მოვლის რჩევებს „ტოტალ-შარმისგან“

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: