ინტერნერტ-გაყიდვების გიგანტმა Alibaba-მ ჩინეთში Sun Art Retail-ის ჰიპერმარკეტების ქსელის 36% იყიდა. გარიგების ღირებულება 2,9 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg აქვეყნებს.

ჰიპერმარკეტების ქსელი ჩინურ ბაზარზე სავაჭრო დასახელება Auchan-ით არის ცნობილი. ეს გარიგება Alibaba-ს ახალი ხედვის ნაწილია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მხოლოდ ონლაინ ვაჭრობით არ დაკმაყოფილდნენ და ბაზრის სხვა სეგმენტშიც დაიკავებენ მნიშვნელოვან ადგილს.